აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი უკრაინისთვის 24 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ ჯო ბაიდენის მოთხოვნის კენჭისყრაზე დაყენებას არ აპირებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ არ აპირებს კენჭისყრაზე დააყენოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნა უკრაინისთვის დამატებითი 24 მილიარდი დახმარების გამოყოფის შესახებ და რომ კიევისთვის შემდგომი დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიღებს, როდესაც მოვალეობის შესრულებას შეუდგება.

”არ ვაპირებ ამის გაკეთებას”, - განაცხადა ჯონსონმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, დაამატებდა თუ არა უკრაინის დახმარების საკითხს მთავრობის დაფინანსების რეზოლუციაში.

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ ლიდერთა პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ჯონსონმა აღნიშნა, რომ ტრამპის გამარჯვება ცვლის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დინამიკას და რომ კიევისთვის ნებისმიერი დამატებითი დახმარების საკითხი მომავალი ადმინისტრაციის პირობებში უნდა გადაწყდეს.

„როგორც წინასწარ გითხარით, არჩევნებამდე კვირებით ადრე, თუ დონალდ ტრამპს აირჩევდნენ ეს შეცვლიდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დინამიკას და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ხდება“, - განაცხადა ჯონსონმა.

მისი თქმით, უკრაინის დახმარების საკითხი ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის.

„ჩვენ გვყავს ახლადარჩეული პრეზიდენტი და ვაპირებთ, დაველოდოთ ახალი მთავარსარდლის მითითებას ამ ყველაფერზე“, - აღნიშნა ჯონსონმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ბაიდენმა კონგრესს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 24 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს