ბარიერგადალახული ოთხი პარტია დღეიდან საინფორმაციო ცენტრს აამოქმედებს, რომლითაც საზოგადოებას მიმდინარე მოვლენებზე ინტენსიურად მიაწვდის ინფორმაციას

ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტია დღეს საინფორმაციო ცენტრს აამოქმედებს, რომელიც საზოგადოებას მიმდინარე მოვლენებზე განახლებულ ინფორმაციასა და პოლიტიკური ოპოზიციის შეფასებებს მიაწვდის.

აღნიშნულის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, საზოგადოებას ადეკვატური ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ყველაფერ იმაზე, რაც ხდება.

„დღეიდან ამოქმედდება ოპოზიციის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც მუდმივად მოგაწვდით განახლებებს და შეფასებებს პოლიტიკური ოპოზიციისგან, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ადეკვატური ინფორმაცია ყველაფერ იმაზე, რაც ხდება. მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო უკანონოდ დაკავებულ ყველა ადამიანს, რომლებიც არიან გატაცებული უკანონოდ. უკვე იმდენი ადამიანია დაკავებული, თბილისშიც ვეღარ ატევენ და რეგიონებში მიჰყვათ. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ეს უკანონო რეჟიმი არის ლპობის ფინალურ სტადიაზე. ის ფაქტი, რომ ასე იქცევიან, ადასტურებს იმას, რომ მათ, გარდა უხეში ფიზიკური ძალისა, არ დარჩათ არანაირის სხვა რესურსი ხელისუფლების შესანარჩუნებლად. უამრავი პატიოსანი, პატრიოტი საჯარო მოხელე ემიჯნება ამ ყველაფერს და უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს იმ დანაშაულებრივი პოლიტიკის განხორციელებაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის პარტია ეწევა საქართველოში“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

გარდა ამისა, ცუცქირიძე პოლიციას მიმართავს, კონსტიტუცია და ადამიანის უფლებები დაიცვან, „ქართულ ოცნებას“ კი მოუწოდებს, ხელახალი არჩევნები დანიშნოს.

„მინდა, მივმართო პოლიციას - თქვენი პოლიციის ფიცი გულისხმობს იმას, რომ უნდა დაიცვათ კონსტიტუცია, დემოკრატია და ადამიანის უფლებები და არა რომელიმე ერთი პირი. ნუ მიიღებთ მონაწილეობას არალეგიტიმური რეჟიმის უკანონო ბრძანების განხორციელებაში, ნუ მიიღებთ მონაწილეობას ქართველი ახალგაზრდების დასახიჩრებასა და რბევაში. ამისთვის არ ხართ პოლიციაში, ხართ იმისთვის, რომ შეასრულოთ კანონი და უზრუნველყოთ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის დაცვა.

მინდა, ყველას მოვუწოდო დაუმორჩილებლობისკენ. განსაკუთრებით მათ, ვინც საჯარო სექტორში მუშაობენ. არ შეიძლება, ამ რეჟიმს გადავაყოლოთ ეს ქვეყანა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას", მინდა მივმართო მათ - ყველაზე კარგი და ალბათ, ერთადერთი პოლიტიკური გამოსავალი ამ ვითარებიდან არის ახალი არჩევნების დანიშვნა. მოგიწოდებთ, ეს რაც შეიძლება მალე გააკეთოთ“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს