ზაზა ვაშაყმაძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მათი უწყების ვიზიტი უნგრეთში დაიწყო.

სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის სახელმწიფო მდივანს ეკლესიისა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებში, მიკლოშ შოლტისს შეხვდა.

მათი ცნობით, სააგენტოს თავმჯდომარემ მიკლოშ შოლტისს საქართველოს რელიგიური შემადგენლობა, სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა გააცნო და ხაზი საქართველო-უნგრეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვა.

მათივე ინფორმაციით, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ასევე, საქართველოში რელიგიების ფინანსური დახმარების, მათ შორის, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებისა და საკულტო ნაგებობების დაბრუნების შესახებ ისაუბრა. ამასთან, აღნიშნა სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს როლი და რელიგიურ ლიდერებს შორის ტოლერანტული და მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობა.

„ზაზა ვაშაყმაძემ ასევე, დააყენა საკითხი ქართული დიასპორისთვის და ქართველი მრევლისთვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში შენობა-ნაგებობის გადაცემის თაობაზე.

მასპინძლების განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დარღვევის ფაქტებმა და ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის მხრიდან ეთნიკურმა და რელიგიურმა დისკრიმინაციამ დაიმსახურა.

ზაზა ვაშაყმაძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის სახელმწიფო მდივანი საქართველოში დაპატიჟა.

შეხვედრის დასასრულს, რელიგიის სააგენტოს დელეგაციამ მიკლოშ შოლტისს სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნები - „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, „რელიგიები საქართველოში“, „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“ და „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“ გადასცა.

მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის სურვილი და მზაობა გამოხატეს.

შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთსა და მონტენეგროში თამარ ლილუაშვილი, ელჩის პირველი მდივანი თამარ ჩხაიძე, რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი და რელიგიის სააგენტოს იურისტი ალექსანდრე შეყილაძე ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი