ნიკა მელია -ალეკო ელისაშვილის დაკავება იყო წინასწარ ჩაფიქრებული და განხორციელებული პროვოკაცია - ე.წ ხელისუფლება კიდევ უფრო მძიმე პროვოკაციისთვის ემზადებოდა

ალეკო ელისაშვილის დაკავება იყო წინასწარ ჩაფიქრებული და მერე განხორციელებული პროვოკაციაა - ეს მაშინ როდესაც საქართველოს ასი ათასზე მეტი მოქალაქე რუსთაველის გამზირზე იდგა, როგორც ჩანს, ე.წ ხელისუფლება, კიდევ უფრო მძიმე პროვოკაციისთვის ემზადებოდა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას თქმით, გუშინ, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდგომ, ელისაშვილს „უბრალოდ, თავი უკრეს იზოლატორში და ფიზიკურად გაუსწორდნენ“.

ალეკო ელისაშვილმა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, არაერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის ძვირფასია ის ღირებულებები და ფასეულობები, რომლებიც საქართველოს ასობით ათას განსხვავებულ მოქალაქეს აერთიანებს. ამ ბრძოლაში ყველა პოლიტიკოსი გაცნობიერებულად ვართ ჩართულები. გუშინ, ალეკო ელისაშვილის დაკავება იყო წინასწარ ჩაფიქრებული და მერე განხორციელებული.

„ქორთიად მარიოტთან“ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ, მას უბრალოდ, თავი უკრეს იზოლატორში და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დიახაც, ეს არის წინასწარ დაგეგმილი და განხორციელებული პროვოკაცია, რომელიც გუშინ თავისუფლების მოედანზე განხორციელდა. ეს მაშინ როდესაც საქართველოს ასი ათასზე მეტი მოქალაქე რუსთაველის გამზირზე იდგა. როგორც ჩანს, ე.წ ხელისუფლება, კიდევ უფრო მძიმე პროვოკაციისთვის ემზადებოდა“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სამართალდამცავებმა „ქორთიად მარიოტთან“ გუშინ იმ დროს დააკავეს, როცა 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა დასრულდა. ის დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ინფორმაციისთვის, 3 დეკემბერს, „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა განაცხადა, რომ მას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბაბაევის თქმით, შემთხვევა 2 დეკემბერს, საღამო საათებში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან მოხდა. მისი განმარტებით, მომხდარის შედეგად მას კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. ელისაშვილი სწორედ ბაბაევზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზეა დაკავებული.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია