ირაკლი კობახიძე - ელენე ხოშტარიამ დადო აღიარებითი ჩვენება იმის შესახებ, რომ ძალადობის უკან იდგნენ არა ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდები, არამედ იდგა პარტიული რესურსი

ელენე ხოშტარიამ დადო აღიარებითი ჩვენება იმის შესახებ, რომ ძალადობის უკან იდგნენ არა ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდები, არამედ იდგა პარტიული რესურსი, - ასე გამოეხმაურა პრემიერი, ირაკლი კობახიძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ოფისში აქვთ ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ იყოს პროტესტი - პარალონი, პლედი, „ფოიერვერკი“, „სნიკერსები“ და კვერცხები იმისთვის, რომ პოლიციას ესროლონ.

როგორც კობახიძემ განმარტა, ელენე ხოშტარია არის პარლამენტის წევრი, შესაბამისად რთულია მის მიმართ შესაბამისი მოქმედებების დაწყება.

„ეს არის აღიარებითი ჩვენება. ელენე ხოშტარია არის პარლამენტის წევრი, შესაბამისად რთულია მის მიმართ შესაბამისი მოქმედებების დაწყება. მან დადო აღიარებითი ჩვენება იმის შესახებ, რომ ძალადობის უკან იდგნენ არა ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდები, არამედ პარტიული რესურსი. ეს იყო მისი პარტიის რესურსი, გვარამიას პარტიის რესურსი, „ნაცმოძრაობის“ რესურსი. გახარიამ თავად აღიარა, რომ მისი ათეულობით მოძალადე აქტივისტი იყო დაკავებული ამ დღეების განმავლობაში. „ლელო“ პირდაპირ იყო ჩართული. ვნახეთ მათი ჩანაწერები, რომლებიც ასახავს „ლელოს“ საუბარს.

ოთხივე ძალადობრივი პოლიტიკური გაერთიანების რესურსი იყო ჩართული მცდელობაში, რასაც "ნაცმაიდანის" რეალიზება ჰქვია საქართველოში. ეს არის კონსტიტუციური მოთხოვნების პირდაპირი დარღვევა. კონსტიტუცია კრძალავს კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ძალადობით შეცვლას, თუმცა ეს პარტიები წავიდნენ კონსტიტუციის ამ ნორმის წინააღმდეგ, რაც უმძიმესი დარღვევაა“,-აღნიშნა პრემიერმა.

როგორც პრემიერმა განმარტა, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე არამხოლოდ ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, არამედ „მათი პატრონებისაც“.

„ჩვენ ვხედავდით, რომ გარედან მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული ძალადობას, რასაც ვხედავდით თბილისის ქუჩებში. არაერთხელ ვთქვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ოფისებში იმალებოდნენ, პასუხისმგებლობას ვერცერთი მათგანი ვერ გაექცეოდა. ეს ადამიანები, შესაბამისი პარტიის ლიდერები, მდიდარი„ენჯეოების“ ლიდერები, თავად იმალებოდნენ ოფისებში და წინა ხაზზე ჰყავდა გაშვებული პარტიული აქტივი, რომლებიც ძალადობდნენ. ეს არ არის მათთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების საფუძველი. ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩაიდინეს“,-აღნიშნა პრემიერმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის