მამუკა ხაზარაძე - ბიძინა, დამთავრებულია შენი საქმე - ამ ქვეყანას ვერ გაარუსებ

ბიძინა ივანიშვილის რუსულმა სამარცხვინო რეჟიმმა გუშინ მოაწყო პოლიტიკოსებზე თავდასხმა და გაიტაცა ჩვენი თანამებრძოლი, პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი - დიახ, შავრაზმელებმა, ნიღბებიანებმა გაიტაცეს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თავდასხმის და ჩასაფრების მოწყობის არანაირი საჭიროება არ იყო.

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ სრულიად დაკარგა სახე და გადავიდა ადამიანების მოტაცებაზე დღისით, მზისით. ამას ასრულებს პოლიციის ფორმაში გადაცმული კრიმინალთა ჯგუფი და ასრულებს [იმ მიზნით, რომ] თითქოს, დააშინოს ის მომიტინგეები და ახლა უკვე პოლიტიკოსები, რომლებიც ძალიან მყარად, ძალიან მტკიცედ დგანან ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე.

ბიძინა ივანიშვილის რუსულმა სამარცხვინო რეჟიმმა გუშინ მოაწყო პოლიტიკოსებზე თავდასხმა და გაიტაცა ჩვენი თანამებრძოლი, პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი. დიახ, გაიტაცა. შავრაზმელებმა, ნიღბებიანებმა გაიტაცეს. ამის არანაირი საჭიროება არ იყო და არანაირი თავდასხმის და ჩასაფრების მოწყობა არ იყო საჭირო. ეს თავდასხმა მოხდა „ტიტუშკების“ და ამ „ზონდერების“ მონაწილეობით, რომელსაც ძალიან წყნარად უყურებდნენ პოლიციელები. მინდა ყველა პოლიციელს ვუთხრა, რომ გადაცმული ადამიანები თქვენი რიგები უკვე არის იდენტიფიცირებული და ვერც ერთს ვერ გექნებათ საშუალება იმისათვის, რომ გააგრძელოთ მუშაობა ორგანოში მომავალში. ეს მომავალი ძალიან მალე დადგება, იმიტომ რომ თქვენ ასრულებთ დანაშაულებრივ დავალებებს, თქვენ არ ემსახურებით კანონს. თქვენ ასრულებთ ერთი კაცის ხუშტურებს, რომელსაც თქვენი ოჯახის წევრები მიჰყავს რუსეთში. თქვენ ასახიჩრებთ თავისუფლების მოყვარულ ახალგაზრდებს ყოველ საღამოს, იმისათვის, რომ დამატებით რაღაცა 500 ლარი ჩაიდოთ ჯიბეში. ყველა ხართ იდენტიფიცირებული“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება და ბიძინა ივანიშვილის დემონტაჟი დაწყებულია.

„ბიძინა, დამთავრებულია შენი საქმე. რამდენიმეჯერ გითხარი წყნარად, ახლაც წყნარად გიმეორებ. ამ ქვეყანას შენ ვერ გაარუსებ და ის 3 000 ზონდერი კაცი ვერ მოერევა იმ თავისუფლებას, რომელიც მეორე მხარეს არის,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის