პრემიერი - ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში აკრძალულია მომიტინგეების მიერ ისეთი საშუალებების ტარება, რომელიც იძლევა სახის დამალვის შესაძლებლობას - ჩვენ ვიფიქრებთ ყველა მიმართულებით კანონმდებლობის ცვლილებაზე

ჩვენ ვიფიქრებთ ყველა მიმართულებით კანონმდებლობის ცვლილებაზე, პირველ რიგში თუ ვინმეს უნდა უჩანდეს სახე, ესენი არიან მოძალადე „ნაცები“, რომლებიც მიდიან მიტინგებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში აკრძალულია მომიტინგეების მიერ შესაბამისი საშუალებების ტარება, რომელიც სახის დამალვის შესაძლებლობას იძლევა.

„ფაშისტურმა სიებმა დაადასტურა, რომ შეიძლება, არც ყოფილიყო მიზანშეწონილი ამომცნობი ნიშნების დატანა შესაბამის ფორმებზე. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში აკრძალულია მომიტინგეების მიერ შესაბამისი საშუალებების ტარება, როგორც არის სახის დამალვის საშუალება და ა.შ. ამ დღეების განმავლობაში გამოჩნდა, რომ სწორედ იმიტომ ეკეთათ ნიღბები იქ მისულ ძალადობრივ დაჯგუფებებს, ანუ მოძალადე „ნაცებს“, რომ მათ ჰქონდათ მზაობა ძალადობისთვის. ჩვენ ვიფიქრებთ ყველა მიმართულებით კანონმდებლობის ცვლილებაზე. პირველ რიგში თუ ვინმეს უნდა უჩანდეს სახე, ესენი არიან მოძალადე „ნაცები“, რომლებიც მიდიან მიტინგებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს