ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის მოწოდებები საყოველთაო გაფიცვის შესახებ, სასოწარკვეთილი გზავნილებია - „ნაცმაიდნის“ ჩავარდნილი მცდელობის ხელახლა გაღვიძება წარუმატებლობისთვის არის განწირული

რეალურად, „ნაცმაიდანი“ უკვე ჩავარდნილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის მოწოდებები საყოველთაო გაფიცვის შესახებ, სასოწარკვეთილი გზავნილებია.

„მათ აქვთ გარკვეული რესურსი, ეს არის ლიბერალურ-ფაშისტური რესურსი, რომელიც იქმნებოდა უცხოური დაფინანსებით და პრაქტიკულად ეს რესურსი უკვე მაქსიმალურად გამოფინეს გარეთ. ამის იქით მათ დიდი რესურსი რეალურად აღარ აქვთ, შესაბამისად, „ნაცმაიდნის“ ჩავარდნილი მცდელობის ხელახლა გაღვიძება ისეთივე წარუმატებლობისთვის არის განწირული, როგორც იყო წინა ოთხი „ნაცმაიდნის“ მცდელობა. აქედან გამომდინარე, მათ ამის არავითარი რესურსი არ აქვთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის და მათი პატრონების პასუხისმგებლობაა ყველაფერი და ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„რა თქმა უნდა, ეს არის შესაბამისი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ოფისებში იმალებოდნენ, პასუხისმგებლობას ვერც ერთი მათგანი ვერ გაექცეოდა. რეალურად ხდებოდა რა, რომ ეს ადამიანები, ანუ შესაბამისი პარტიებისა და მდიდარი „ენჯეოების“ ლიდერები იმალებოდნენ ოფისებში და წინა ხაზზე ჰყავდათ გაშვებული მათი პარტიული აქტივი, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელების წინააღმდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, თავს ესხმოდნენ პარლამენტის შენობას. ეს არ არის, რა თქმა უნდა, მათთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების საფუძველი, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს