მიშელ ბარნიე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

მიშელ ბარნიე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

Politico-ს ცნობით, მიშელ ბარნიე, რომლის მთავრობასაც გუშინ საფრანგეთის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას იქამდე გააგრძელებს, სანამ ემანუელ მაკრონი მის შემცვლელს არ დაასახელებს.

გამოცემა წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მიშელ ბარნიეს შემცვლელს მალე დაასახელებს. შეგახსენებთ, 2025 წლის სოციალური დაზღვევის ბიუჯეტის პარლამენტში კენჭისყრის გარეშე დამტკიცების გამო მიშელ ბარნიეს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას გუშინ მხარი 331-მა ფრანგმა დეპუტატმა დაუჭირა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს