პეტრე ცისკარიშვილი - რეპრესიები და დარბევა კიდევ უფრო მეტად აბრაზებს ხალხს

სიცივე და ყინვა მეტ ძალასა და მოტივაციას გვაძლევს - რაც შეეხება, რეპრესიებსა და დარბევებს, ეს კიდევ უფრო მეტად აბრაზებს ხალს და ამიტომაც გამოდის ხალხი მიუხედავად ყველა იმ რეპრესიული ინსტრუმენტისა, რაც ბოლო დღეებში აამუშავეს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ყველაფრის შედეგია რომ მას შემდეგ აქციის მონაწილეების ნაკადი არ წყდება.

„პირიქით, სიცივე და ყინვა მეტ ძალასა და მოტივაციას გვაძლევს. რაც შეეხება, რეპრესიებსა და დარბევებს, ეს კიდევ უფრო მეტად აბრაზებს ხალს და ამიტომაც გამოდის ხალხი მიუხედავად ყველა იმ რეპრესიული ინსტრუმენტისა, რაც ბოლო დღეებში აამუშავეს.

მაგალითად, ჩვენს ოფისში როგორც ჩვეულებრივი ყაჩაღები და ავაზაკები ისე შემოიჭრნენ. არანაირი სასამართლოს დადგენილება მათ არ ჰქონიათ. მართლმსაჯულების სისტემა პირდაპირ ჯიბეში უდევთ და სასამართლოდან ელემენტარული ორდერის აღებაც არ გაუჭირდებოდათ, მაგრამ ეს ელემენტარული წესიც არ დაიცვეს, რომ ეჩვენებინათ იმისთვის, რომ აქ ვართ და ჯერ კიდევ ჯანზე ვართო. თავის ვიწრო წრეს, ამომრჩეველს აჩვენებენ, რომ ჯერ კიდევ მაგრად არიან და რეპრესიებს აწყობენ. ამის შედეგია, რომ მას შემდეგ ნაკადი არ წყდება და ამ პრინციპულობით და ნებისყოფით ეს ყველაფერი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ამ აქციების ლოზუნგი „ბოლომდე“ შემთხვევითი არ არის“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს