სალომე ზურაბიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა ერთგვარად იყო: „გვიშველე“, მაგრამ არ გვიშველა

საკონსტიტუციო ერთგვარად ეს იყო - „გვიშველე საკონსტიტუციო“, მაგრამ არ გვიშველა, ახლა რჩება არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელების განსახილველად არ მიღების შესახებ საუბრისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, მან საკონსტიტუციოს მიმართა იმის მიუხედავად, სჯეროდა თუ არა მისი.

„დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ შენ მაინც უნდა მიმართო ყველა სამართლებრივ საშუალებას, რაც ქვეყანაში არსებობს. მაგალითად სტრასბურგი, სარჩელს მხოლოდ მაშინ იღებს, თუ ამოწურე შენი ქვეყნის ყველა სასამართლო დონე. მაგრამ ესეც რომ არ იყოს, წესია, რომ მაინც უნდა მიმართო. არ მჯერა? არ მჯერა, მაგრამ მაინც უნდა მიმართო. აქ იყო კიდევ სხვა მომენტი და განზომილება, სამმა მოსამართლემ ჩემს იმპიჩმენტს ხმა არ მისცა თავის დროზე. ამ შემთხვევაში, მჯეროდა, ვიმედოვნებდი და სადღაც მაინც მწამდა იმ სამი დამატებითი ადამიანის, რომლებიც საჭირო იყვნენ, რომ ეს სარჩელი მიეღოთ. [მჯეროდა, რომ] იქნებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც ჩათვლიდა, რომ ამით შეიძლება ქვეყანა ძალიან სწრაფად და ძალიან მარტივად საკონსტიტუციო ფარგლებში დავაბრუნოთ და მშვიდობა დავუბრუნოთ. მჯეროდა, რომ ის სამი ადამიანი, რომლებმაც იმპიჩმენტს არ მისცეს ხმა, არ იყვნენ დამონებულები",- განაცხადა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება კითხვას იმ მოსამართლის შესახებ, რომელმაც შარშან პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა, თუმცა ამავე დროს, არ დაუჭირა მხარი სალომე ზურაბიშვილის სარჩელის განხილვაში მიღებას, ქვეყნის მთავარსარდალმა ასე უპასუხა - „დამონდა, რა ვქნა".

"რა ხდება ქვეყანაში არ უყურებთ? მქონდა ადამიანების იმედი, რომ შეიძლებოდა, ამ ცხრა მოსამართლიდან 6 გამოჩენილიყო, რომელიც ჩათვლიდა რომ ჰქონდათ ხელში საშუალება, ქვეყანა დაეწყნარებინათ.

ხან პიროტექნიკაზე რომ ვლაპარაკობთ, ხან რობოკოპებზე და ხან ყველაფერზე, [შეგვეძლო] შემოგვეტანა ის სიმშვიდე, რომელიც აუცილებელია ამ ქვეყანაში. სტაბილურობა არის ის, რაც ყველას ყველაზე უფრო მეტად გვინდა. მათ ჰქონდათ ეს ხელში.

ყველა, ვინც იურისტია, თანხმდება ერთ რამეზე, რომ ამ სარჩელის არ მიღება ერთ ღამეში და ალბათ, ძალიან დიდი ზეწოლით იყო დაწერილი. ზეწოლა საზოგადოებიდან წამოვიდა საკონსტიტუციოზე. საკონსტიტუციო ერთგვარად ეს იყო - გვიშველე საკონსტიტუციო, მაგრამ არ გვიშველა. ახლა რჩება არჩევნები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო