ნათია მეზვრიშვილი - ცალსახა და აშკარაა რეპრესიები, ივანიშვილმა თავზე ხელი აიღო - ეს არის ის მეთოდები, რასაც ჩვენ უკვე ვხედავთ დიქტატორული რეჟიმის ქვეყნებში

ეს არის ის მეთოდები, რასაც ჩვენ უკვე ვხედავთ დიქტატორული რეჟიმის ქვეყნებში - ივანიშვილი გადაიქცა ზონდერად, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ „ოცნებას“ არანაირი მორალური უფლება არ აქვს იმისი, რომ შეედაროს „ნაციონალურ მოძრაობას“, მითუმეტეს დადებით კონტექსტში.

„ეს არის რეპრესიები - ძალიან ცალსახა და აშკარა. ივანიშვილმა თავზე ხელი აიღო. ეს არის ის მეთოდები, რასაც ჩვენ უკვე ვხედავთ დიქტატორული რეჟიმის ქვეყნებში. ივანიშვილი გადაიქცა ზონდერად - ის მთავარი ზონდერია, რომელიც ახალგაზრდებზე ძალადობს. რასაც ჩვენ ვხედავთ, სამართლებრივად ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა. დღევანდელ „ოცნებას“ არანაირი მორალური უფლება არ აქვს იმისი, რომ შეედაროს „ნაციონალურ მოძრაობას“, მითუმეტეს დადებით კონტექსტში, რომ მე თქვენზე უკეთესები ვართო“ , - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გარდა ამისა, მეზვრიშვილმა შეაფასა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება საპროტესტო მუხტის კლებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „ირაკლი კობახიძე - არალეგიტიმურად პრემიერად წოდებული საერთოდ გასულია მომსახურების ზონიდან“.

„მისი განცხადებები ისედაც არ იყო ადეკვატური და მითუმეტეს არც ახლა არის, რა მდგომარეობაშიც ხელისუფლება იმყოფება. როგორი გაჭიმულიც არ უნდა დადგეს და ტრიბუნიდან სისულელეები ილაპარაკოს დღეს სახელმწიფოს და ხელისუფლებას უჭირს. სახელმწიფო სტრუქტურებში არის ქაოსი, სრული განუკითხაობა. არალეგიტიმურ „ოცნებას“ სისტემების შიგნით აქვს სერიოზული წინააღმდეგობა. აპროტესტებენ იმას, რომ ივანიშვილმა პოლიციის სახედ ნიღბიანი ზონდერები და კრიმინალები აქცია“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს