პრეზიდენტი - ყველა ხედავს, მთელი მსოფლიო გმობს რეპრესიებს, თუნდაც სახალხო დამცველი, რომელიც დიდად დამოუკიდებელი და ოპოზიციური ნამდვილად არ არის - მანაც თქვა, რომ წამების მომენტებია

ჩვენ თუ იზოლაციისკენ მივდივართ, რატომ უნდა გავჩერდე მე? რატომ უნდა მიიღოს ეს პრეზიდენტმა? მე ფიცი დავდე ევროპულ ქვეყანაზე, დემოკრატიულ ქვეყანაზე, თავისუფალ ქვეყანაზე და მის დამოუკიდებლობაზე, მე ფიცი არ მიმიცია იმისთვის, რომ ბოდიში მოვუხადოთ რუსებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პირველი არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტი პასუხობს კრიტიკას იმის თაობაზე, თუ რატომ მივიდა აქციაზე და ამბობს, რომ იქ არანაირი ესკალაცია არ ყოფილა.

„შეიძლება ყველაფერი გააკეთოთ - დააბრალოთ მშვიდობიან ხალხს, რომ ესკალაცია მათი ბრალია; დააბრალოთ პრეზიდენტს, რომელიც მივიდა თავის ხალხთან, შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებთან და ეკითხება, რატომ "მიდიხართ ხალხის წინააღმდეგ, რატომ იცავთ რუსეთის პოლიტიკას ხალხის მიმართ?" - არ არის ეს ნორმალური კითხვები? მე მშვიდად ვიყავი, სხვათა შორის ისინიც მშვიდად მომექცნენ. ალბათ, გასაგებიც არის. იქ არანაირი ესკალაცია არ ყოფილა”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებებს, რომ აქცია მას შემდეგ აღარ დაშალეს, რაც აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობას აღარ ჰქონდა ადგილი, პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს პროპაგანდაა.

„ამ ტიპის პროპაგანდა ყველასთვის ცნობილია - დღეს მე ეს რომ გავაკეთე, ამიტომ აღარ დავარბიე. არცერთ დღეს რომ არ დაერბიათ? რომ დაენებებინათ? დასაწყისში არაფერი იყო გამოყენებული და შეიძლებოდა ამ პროტესტის ბოლომდე მიშვება. ხალხი გამოდის და აპროტესტებს წყნარად. მე თვითონ ვიყავი მისული, არაფერი ხდებოდა, რადგანაც მე მივედი და ჩემმა დაცვამ ნებართვა მომცა, რომ მივსულიყავი, ე.ი. არაფერი ხდებოდა. მივედი და „რობოკოპები“ იდგნენ. რატომ იდგნენ? რა საჭიროა, როდესაც მშვიდობიანია აქცია? ხალხში არავინ დაზიანდა, გარდა დარბევის. ხომ ყველა ხედავს, ხომ მთელი მსოფლიო გმობს რეპრესიებს? თუნდაც სახალხო დამცველი, რომელიც დიდად დამოუკიდებელი და დიდად ოპოზიციური ნამდვილად არ არის. (დამოუკიდებელი ზოგჯერ კი და ზოგჯერ - არა). მანაც ხომ თქვა, რომ წამების მომენტებია, თვითონ მისცა ამის კვალიფიკაცია, მე ხომ არა. მე მაბრალებთ, რომ არ ვარ ობიექტური და გეთანხმებით, შეიძლება არ ვარ, როდესაც საქართველოს და რუსეთს ეხება საქმე, არ ვარ ობიექტური. თუ ამისთვის საზოგადოებას უნდა მოვუხადო ბოდიში, მოვუხდი საზოგადოებას და არა რუსეთს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის