სალომე ზურაბიშვილი - რაც არ უნდა მოვისმინო საკუთარ თავზე, უფრო ღირებულია სიტყვისა და გამოთქმის თავისუფლება - თავისუფლებას ფასი არ აქვს

მთავარი ბულინგი [ჩემს მიმართ] არის, რომ ბებერია. მეგონა, რომ ქართულ კულტურაში პირიქით იყო და ხანშიშესული ადამიანების მიმართ იყო პატივისცემა - თავისუფლებას ფასი არ აქვს, ყველაფერი უნდა მოითმინო ამის გამო - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა, რითაც არხის ჟურნალისტებისადმი ბულინგის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, თმენის ვალდებულება აქვს ყველას, ვინც თანამდებობაზეა.

„ყველას აქვს თმენის ვალდებულება. ჩემზე, რაც ბოლო 13 წლის განმავლობაში, თქმულა... ყველაფერი მაქვს მოსმენილი, ყველაფერი არის დაწერილი, ნათქვამი, სხვადასხვა არხებზე. მეტიც, თქმულა იმ ადამიანებისგან, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ ქართულ ტრადიციებს, კულტურას წარმოადგენენ და ა.შ. მთავარი ბულინგი არის იმაზე, რომ ბებერია. მე მეგონა, რომ ქართულ კულტურაში პირიქით იყო და ხანშიშესული ადამიანების მიმართ იყო პატივისცემა და ა.შ. თუ ხარ თანამდებობაზე, ბულინგის არ უნდა გეშინოდეს, უნდა მიიღო ბულინგი და უნდა მოინელო, გაატარო. ეს არ არის მთავარი, არ აქვს არავითარი მნიშვნელობა და ეს არის ჩვენი, ყველას ვალდებულება, ვინც თანამდებობებზე ვართ, რომ მოვითმინოთ ბულინგი იქნება, თუ კრიტიკა, თუ ლანძღვა. მე რაც მაქვს მოსმენილი, არ მინდა გავიმეორო. მე მაქვს უფლება, რომ ვთქვა, ყველამ უნდა მოვითმინოთ! რაც არ უნდა მოვისმინო საკუთარ თავზე, უფრო ღირებულია სიტყვის, გამოთქმის თავისუფლება, ვიდრე ამის შეზღუდვა იმიტომ, რომ ვიღაცას დისკომფორტს უქმნის, ძნელი ასატანია, უზრდელობაა, მიუღებელია ზოგჯერ, მაინც თავისუფლება! თავისუფლებას ფასი არ აქვს, ყველაფერი უნდა მოითმინო ამის გამო. თავისუფლება, თავისუფლება და თავისუფლება!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის