რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის 33 დრონი და ორი უპილოტო კატერი გაანადგურეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის რეგიონებში 33 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, შავ ზღვაში კი - ყირიმისკენ მიმავალი ორი უეკიპაჟო კატერი გაანადგურა, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გასული ღამის განმავლობაში შეჩერდა კიევის რეჟიმის მცდელობები, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 33 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, - აცხადებენ უწყებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ 14 დრონი ვორონეჟის ოლქში ჩამოაგდეს, 7 - ბელგოროდის ოლქში, ერთი კი - ყირიმში.

„გარდა ამისა, შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაციის ეკიპაჟებმა ყირიმის ნახევარკუნძულისკენ მიმავალი ორი უკრაინული უეკიპაჟო კატერი გაანადგურეს“, - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს