ზურაბ ჯაფარიძე - რუსეთი ახლა ცდილობს, ვიდრე აშშ-ში იქნება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და დაიწყება სხვა საკითხებზე საუბარი, მანამდე გაიფორმოს საქართველო, როგორც მისი საკუთარი ნაწილი - უნდათ, ეს ქვეყანა ჯიბეში ჩაიდონ

რასაც ცდილობს ახლა რუსეთი საქართველოში არის ის, რომ ვიდრე აშშ-ში მოხდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და დაიწყება სხვა საკითხებზე საუბარი და მოლაპარაკებები, მანამდე რუსეთმა გაიფორმოს ეს ქვეყანა, როგორც მისი საკუთარი ნაწილი - უნდათ ეს ქვეყანა ჯიბეში ჩაიდონ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროტესტი, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გაგრძელდეს.

„დღეს არის პროტესტის მეათე დღე. უამრავი ადამიანია დაკავებული. პროტესტი გრძელდება. ვნახე წუხილები იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველდღე არ არის ადამიანების ის რაოდენობა, როგორც წინა დღეებში. ყოველდღე არ არის ისეთი მუხტი, როგორიც იყო წინა დღეებში. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. ყველა პროტესტს ახასიათებს ციკლები. ადამიანები, რომლებიც გამოვდივართ ქუჩაში, მთავარი რასაც ვიაზრებთ არის ის, რომ ამ ქვეყანას მოჰპარეს არჩევანი, გამოუცხადეს, რომ ეს ქვეყანა აღარ წავა დასავლეთისკენ და აღმოჩნდება რუსეთის ნაწილი. რასაც ცდილობს ახლა რუსეთი საქართველოში არის ის, რომ მანამ სანამ აშშ-ში მოხდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და დაიწყება სხვა საკითხებზე საუბარი და მოლაპარაკებები, მანამდე რუსეთმა გაიფორმოს ეს ქვეყანა, როგორც მისი საკუთარი ნაწილი. საქართველოს საკითხი, როგორც 2012 წელს ჰპირდებოდა ივანიშვილი, აღარ იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში დასავლეთსა და რუსეთ შორის დაპირისპირებაში. ანუ უბრალოდ უნდათ ეს ქვეყანა ჯიბეში ჩაიდონ და მოლაპარაკებები იყოს მხოლოდ და მხოლოდ უკრაინაზე, ჩინეთზე, ირანსა და ა.შ. საქართველო, ამ მომენტისთვის, უნდა იყოს გაფორმებული, როგორც რუსეთის ნაწილი. ჩვენი, ყველას ამოცანა არის ამის არ დაშვება! პროტესტი უნდა გაგრძელდეს! პროტესტმა შეიძლება მიიღოს სხვადასხვანაირი ფორმები, მაგრამ ის, რაც რუსთაველზე ხდება, უნდა გაგრძელდეს რუსთაველზე. ის ადამიანები, რომლებმაც გარისკეს საკუთარი თავისუფლება, საკუთარი სიცოცხლე, რომლებიც დღეს არიან დაკავებულები და კაცმა არ იცის როდის გამოუშვებენ, ადამიანები, რომლებიც დაამტვრიეს ძვლებში, მათ ეს გააკეთეს იმიტომ, რომ ჰქონდათ ჩვენი იმედი, სხვა დანარჩენების, ვინც გარეთ დავრჩებოდით, ამ ბრძოლას გავაგრძელებდით. ამიტომ ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს ნებისმიერ შემთხვევაში! არანაირი პრობლემა არ არის ის, რომ დღეს შეიძლება ფოიერვერკები არ იყოს რუსთაველზე, არსებითი ეს არ არის. არსებითი არის პროტესტის გაგრძელდება, ნებისმიერ შემთხვევაში! ეს ტერორი გაგრძელდება, უნდა გვესმოდეს რა სტილის რეჟიმთან გვაქვს საქმე. მისი სახე იქნება უფრო საშინელი, მდგომარეობა უფრო გაუარესდება მანამ, სანამ ჩვენ არ მოვიგებთ!“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო