მედია - ჯეიკ სალივანი უკრაინას იანვრის შუა რიცხვებამდე ასობით ათასი ჭურვის და ათასობით რაკეტის მიწოდებას დაჰპირდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს შეხვდა და დაჰპირდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას იანვრის შუა რიცხვებამდე დამატებით ასობით ათას საარტილერიო ჭურვს, ათასობით რაკეტასა და ასობით ჯავშანტექნიკას მიაწვდის, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატები ასევე პირობას დებს, რომ მხარს დაუჭერს უკრაინას ცოცხალ ძალასთან დაკავშირებული გამოწვევის გადაჭრაში და უკრაინის ტერიტორიის მიღმა მდებარე ობიექტებზე ჯარების მომზადებას სთავაზობს.

გარდა ამისა, უახლოეს კვირებში შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ რიგ ახალ სანქციებს დააწესებს.

The Guardian-ი წერს, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ გაართულონ რუსეთის უნარი, გააგრძელოს სამხედრო ოპერაციები და გააძლიერონ უკრაინის პოზიციები მოლაპარაკების მაგიდასთან.

გარდა ამისა, უკრაინის ოფიციალური პირები, მათ შორის ერმაკი და აშშ-ში უკრაინის ელჩი, ოქსანა მარკაროვა, ამ კვირაში ხვდებიან ტრამპის გარდამავალი გუნდის მთავარ ფიგურებს, მათ შორის აშშ-ის მომავალ ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პოტენციურ მრჩეველს მაიკ უოლტსს და კიტ კელოგს, რომელიც დონალდ ტრამპმა რუსეთისა და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე დაასახელა.

The Guardian-ი წერს, რომ ეს შეხვედრები კიდევ უფრო მეტ აქტუალურობას იძენს მას შემდეგ, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ არ აპირებს კენჭისყრაზე დააყენოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნა უკრაინისთვის დამატებითი 24 მილიარდი დახმარების გამოყოფის შესახებ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს