მიხეილ სააკაშვილი - ქართველი ხალხი რუსული კოლონიზატორული რეჟიმის მიერ დადგმულ ოლიგარქიულ უნაგირს არ მოირგებს

ქართველი ხალხი რუსული კოლონიზატორული რეჟიმის მიერ დადგმულ ოლიგარქიულ უნაგირს არ მოირგებს - ახლა ყველა ავტორიტარი კანკალებს და ბიძინა ივანიშვილს ნაკლები სისასტიკის გამო ადანაშაულებს, ისიც ყველაფერს ცდილობს, რისი გაკეთებაც შეუძლია, მაგრამ არ გამოსდის, რადგან ქართველი ხალხის მტკიცე და მყარ ნებას დაეჯახა! - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ვიდეო ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის აზრით, ახლა ბრძოლა საქართველოს ყოფნა-არყოფნისთვის მიდის. მისივე თქმით, თუ ეს ბრძოლა ბოლომდე არ მივა, დააპატიმრებენ ყველა პოლიტიკოსს, დახურავენ ყველა ტელევიზიას და ყველა თავისუფალ უნივერსიტეტს.

მიხეილ სააკაშვილმა იმის თაობაზეც ისაუბრა, რომ ინფორმაცია მისი ხელისუფლებაში ყოფნის 9 წელზე მთლიანად რუსული პროპაგანდის მიერ ყალბდებოდა.

„გავთავისუფლდეთ ამ პროპაგანდისტული კლიშეებისგან - რა სისხლიანი ცხრა წელი ხალხო! საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ყველაზე განვითარებული და სანიმუშო ეპოქა იყო ყველა ქვეყნისთვის! ყველა ქვეყანა დაბრმავდა?! ახლაც უამრავ სხვა ქვეყანას საქართველოს მაგალითი მოჰყავს. დარწმუნებული ვარ, ახლა დღევანდელი საქართველოს მაგალითს მოიყვანენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია