ანა ნაცვლიშვილი - არ დავტოვებთ არცერთ საერთაშორისო მექანიზმს, საერთაშორისო სასამართლოებს, სადაც არ წავიღებთ დაზარალებულების სახელით საქმეებს, რათა თითოეულმა მოძალადემ უმკაცრესად აგოს პასუხი

ჩვენ ვმუშაობთ, კიდევ უფრო ინტენსიურად გადავდგამთ ნაბიჯებს, რომ რეესტრი შეიქმნას, სადაც თითოეული დაზარალებული და მოძალადე იქნება დეტალურად დოკუმენტირებული, ყველა მტკიცებულების აღწერით,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ რეესტრში მოხვედრილ მასალებს „მოძალადე შსს-ს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენებენ, რათა მათ უმკაცრესად აგონ პასუხი“.

„ამ მასალებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ თითოეული მოძალადის საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომელსაც ისინი ვერსად გაექცევიან. არ დავტოვებთ არცერთ საერთაშორისო მექანიზმს, საერთაშორისო სასამართლოებს, სადაც არ წავიღებთ დაზარალებულების სახელით საქმეებს, იმისათვის, რომ თითოეულმა მოძალადემ უმკაცრესად აგოს პასუხი და ვიზრუნებთ იმაზე, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ სწრაფი და კვალიფიციური სამართლებრივი დახმარება იმისთვის, რომ თვითმარქვია, არალეგიტიმური რეჟიმის მხრიდან ზეწოლას გაუმკლავდნენ“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა