ირაკლი კობახიძე - ვფიქრობ, გვაქვს საფუძველი ევროკავშირისგან მოლაპარაკებების გახსნა მოვითხოვოთ, მაგრამ კონკრეტული პოლიტიკოსები, ბიუროკრატები ცდილობენ ეს საკითხიც შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენონ, რაც მიუღებელია

ჩვენ არა თუ შეგვიძლია ვითხოვოთ მოლაპარაკებების გახსნა, ვფიქრობ, გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ მოლაპარაკებების გახსნა მოვითხოვოთ ევროკავშირისგან, მაგრამ ვხედავთ, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები, ბიუროკრატები, ჩინოვნიკები ცდილობენ, რომ ეს საკითხიც გამოიყენონ შანტაჟის ინსტრუმენტად, რაც მიუღებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მას მოლდოვის მაგალითზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის არის „ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ევროპაში“.

„არ გვიხსნიან მოლაპარაკებებს. აქაც ხელს კრავენ ქართველ ხალხს და უარს ეუბნებიან მოლაპარაკებების გახსნაზე, თან ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც მოლდოვას აქვს გახსნილი მოლაპარაკებები. მოლდოვა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა ევროპაში. სუსტი ინსტიტუტებით, პრაქტიკულად, დამოუკიდებელი ტელევიზია არ დატოვეს. არის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, მეორე არხი და განსხვავებული აზრი საერთოდ არ ისმის მოლდოვაში. პოლიტიკური პარტიები აკრძალეს. პოლიტიკური პლურალიზმი არ არსებობს. რეალურად მოლდოვაში ეკონომიკა ჩამოაქციეს და მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 45% უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას. ქვეყანა რჩება დსთ-ს წევრად, არც სანქციები დაუწესებიათ და არაფერი. ნული კრიტიკა. ასეთ ქვეყანას უხსნიან მოლაპარაკებებს და საქართველოს და ქართველ ხალხს უარს ეუბნებიან მოლაპარაკებების გახსნაზე. ნუ, ყველაფერი დევს ხელის გულზე. აქედან გამომდინარე, არა თუ შეგვიძლია ჩვენ ვითხოვოთ მოლაპარაკებების გახსნა, მე ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ მოლაპარაკებების გახსნა მოვითხოვოთ ევროკავშირისგან, მაგრამ ვხედავთ, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები, ბიუროკრატები, ჩინოვნიკები ცდილობენ, რომ ეს საკითხიც გამოიყენონ შანტაჟის ინსტრუმენტად. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ამას ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ. ჩვენ დღის წესრიგში აღარ ვაყენებთ ჩვენი მხრიდან 2028 წლამდე მოლაპარაკებების გახსნას იმისთვის, რომ მათ არ დავუტოვოთ შანტაჟის ინსტრუმენტი. მაგრამ აქვე ვაცხადებთ, როგორც კი გახსნიან, იქვე ხელს ვაწერთ ამ საკითხს. შანტაჟი არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვის,“ - განაცხადა კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია