კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი იმართება გარედან - ის არ ეკუთვნის არც საკუთარ ოჯახს, არც საკუთარ თავს, არც ამ ქვეყნის მოსახლეობას, ატარებს უცხო ქვეყნის ინტერესებს - სახე დაკარგული აქვს

სალომე ზურაბიშვილი იმართება გარედან. ის არ ეკუთვნის არც საკუთარ ოჯახს, არც საკუთარ თავს, არც ამ ქვეყნის მოსახლეობას. ის ატარებს უცხო ქვეყნის ინტერესებს. მას რეალურად სახე დაკარგული აქვს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში [სალომე ზურაბიშვილი] „წავა იქ, სადაც იმსახურებს“.

სალომე ზურაბიშვილიც იმ რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელია, იმ სამშობლოთა აგენტურის, რომელიც დღეს ე.წ. ოპოზიციის სახით მოგვევლინნენ. ის, რა თქმა უნდა, იმართება გარედან. ის არ ეკუთვნის არც საკუთარ ოჯახს, არც საკუთარ თავს, არც ამ ქვეყნის მოსახლეობას. ის ატარებს უცხო ქვეყნის ინტერესებს. მას რეალურად სახე დაკარგული აქვს. რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ვისმენთ, დამაგვირგვინებელი იყო მისი მოწოდებები სკოლის ბავშვებთან დაკავშირებით. ეს აღმაშფოთებელია. ძალიან მძიმეა. რომ არა საზოგადოების აღშფოთება, ალბათ საბავშვო ბაღის ბავშვებსაც მოუწოდებდა მიტინგზე გასვლისა და ძალადობრივ ღონისძიებებში მონაწილეობისკენ. ძალიან მძიმეა, თუმცა ამ ადამიანს რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი და ის წავა იქ, სადაც იმსახურებს“,- განაცხადა კალაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს