ირაკლი კობახიძე - ყველამ იცის, რომ კეზერაშვილი არის ყაჩაღი, პირდაპირი გაგებით - პრაქტიკულად, არ არსებობს საქმე, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ ქართულ სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოში მოუგო

ყველამ იცის, რომ კეზერაშვილი არის ყაჩაღი, პირდაპირი გაგებით - პრაქტიკულად, არ არსებობს საქმე, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ ქართულ სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოში მოუგო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ქართული მართლმსაჯულების ყველა გადაწყვეტილება, რაც არის იმის უტყუარი დასტური, რომ „ჩვენ გვაქვს ჯანსაღი სასამართლო სისტემა ჩვენს ქვეყანაში“.

„პრაქტიკულად არ არსებობს საქმე, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ მოუგო ქართულ სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოში. მათ სხვადასხვა საკითხზე მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და „ნაცმოძრაობის“ ყველა სარჩელზე სტრასბურგმა გაამართლა სწორედ ქართული სახელმწიფო და ქართული სასამართლო სისტემა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის, თქვენ გახსოვთ რამხელა კამპანია იყო აგორებული სასამართლოს დისკრედიტაციისთვის. საბოლოო ჯამში, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ქართული მართლმსაჯულების ყველა გადაწყვეტილება, რაც არის იმის უტყუარი დასტური, რომ ჩვენ გვაქვს ჯანსაღი სასამართლო სისტემა ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერი დანარჩენი იყო უბრალოდ პოლიტიკური სპეკულაციები, რაშიც სამწუხაროდ, ასევე უცხოური ფული იყო პირდაპირ ჩართული.

ყველამ იცის, რომ კეზერაშვილი არის ყაჩაღი, პირდაპირი გაგებით. მან თავისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო ბიზნესის რეკეტით, შემდეგ გადავიდა ჯარის ძარცვაზე, როდესაც დატოვა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა, მანამდე მას არავითარი რესურსები არ ჰქონდა და უცბად გახდა მილიარდიანი ბრუნვის მქონე კომპანიის ხელმძღვანელი და ახლა ის აგრძელებს ევროკავშირის ქვეყნებში პენსიონერების ძარცვას. თან მას აქვს თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირის მასშტაბით. ამაზე, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ თავისი დასკვნები უნდა გამოიტანოს. რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები ძალიან მძიმედ აკნინებს ევროკავშირის მიმართ ნდობას, ევროპული ინსტიტუტების მიმართ ნდობას ჩვენს ქვეყანაში და გასაკვირი არ არის, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში, თვითონ ევროკავშირის კვლევის თანახმად, 6%-ით არის შემცირებული ქართულ საზოგადოებაში ევროპული ინსტიტუტების მიმართ ნდობა. როცა მფარველობენ კეზერაშვილს, როცა გვესმის ასეთი უსამართლო განცხადებები, მუდმივი შანტაჟი, როცა ქართველ ხალხს არ უხსნიან მოლაპარაკებებს, მანამდე არ ანიჭებდნენ კანდიდატის სტატუსს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მძიმედ აისახება საქართველოში ევროპული ინსტიტუტების რეპუტაციაზე. ამიტომ ჩვენი ბრძოლა ამ კუთხითაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ჩვენი ბრძოლით შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართულ საზოგადოებაში ევროპული ინსტიტუტების რეპუტაციების გაუმჯობესებაში,“ - განაცხადა კობახიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო