სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა თეატრალური უნივერსიტეტიდან მარჯანიშვილის თეატრის მიმართულებით მსვლელობა გამართეს

სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა თეატრალური უნივერსიტეტიდან მარჯანიშვილის თეატრის მიმართულებით მსვლელობა გამართეს.

მანამდე მათ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორთან, გიორგი შალუტაშვილთან გამართეს შეხვედრა და მოქალაქეების და მათ შორის, მსახიობების მიმართ განხორციელებული ძალადობის დაგმობა სთხოვეს.

მსვლელობის განმავლობაში ისინი სკანდირდნენ: „თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს!“ „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, „შეწყდეს წამება“. ამასთან, ისინი მსვლელობაში მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და სთხოვენ, არ აჰყვნენ პროვოკაციებს.

ამასთან, როგორც მსახიობმა კახა კინწურაშვილმა აღნიშნა, ისინი მარჯანიშვილის თეატრიდან, მოზარდამაყურებელთა თეატრისკენ წავლენ, საიდანაც გეზს ახალი თეატრისკენ აიღებენ, ბოლოს კი ისინი თუმანიშვილის თეატრისკენ გადაინაცვლებენ.

ცნობისთვის, თეატრალური საზოგადოების ნაწილმა გაფიცვის გადაწყვეტილება ორი დღის წინ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე სამართალდამცავებმა გუშინ, საკუთარ სახლში დააკავეს.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა