პაატა ციკოლია თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს - როგორ შეიძლება ბალერინა ნათია ბუნტური პოლიციელზე მოძალადე იყოს? - გაქვთ ნანახი ვიდეო, რის საფუძველზეც მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს?!

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შალუტაშვილის უნივერსიტეტის ყოფილ და მოქმედ სტუდენტებთან შეხვედრას მის მიმართ კრიტიკა და უკმაყოფილება მოჰყვა. ამის მიზეზი მის მიერ გაკეთებული შეფასებები გახდა.

მსახიობებმა და რეჟისორებმა შალუტაშვილისგან მოითხოვეს, უნივერსიტეტმა, როგორც ინსტიტუციამ გამოხატოს მკაფიო პოზიცია საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობის ფაქტებზე და დაპატიმრებებზე, მათ შორის კულტურის სფეროს წარმომადგენლების დაკავებაზე.

შალუტაშვილმა უნივერსიტეტთან შეკრებილ საზოგადოებას მიმართა, რომ როგორც კი მისთვის ყველაფერი “აბსოლუტად ნათელი გახდება, ყველა ზომას მიმართავს, რაც შედეგს მოიტანს - იქნება ეს თავდებობა, შეწყალება თუ სხვა“. რექტორმა აქვე დასძინა, “თუ როგორ შეიძლება წაქცეული ადამიანის ცემას გამართლება მოუძებნოს“.

გიორგი შალუტაშვილმა განაცხადა ისიც, რომ “მისთვის მიუღებელია ყველანაირი ძალადობა“. მის ამ რეპლიკას კრიტიკა მოჰყვა.

“ძალადობა აქეთა მხარეს არ არის! როგორ შეიძლება ნათია ბუნტური მოძალადე იყოს?! - როგორ შეიძლება წარმოიდგინოთ, რომ ბალერინა ნათია ბუნტური პოლიციელზე ძალადობს?!

გაქვთ ნანახი ვიდეო, რის საფუძველზეც მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს?!“, - მიმართა რექტორს რეჟისორმა პაატა ციკოლიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს