ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფინანსთა მინისტრი - აფხაზეთს საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გადასახდელი თანხა არ აქვს

აფხაზეთს საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი თანამშრომლებისთვის, მათ შორის ძალოვნებისთვის, ანაზღაურების გადასახდელად თანხა არ აქვს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმერ დელბამ ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ბადრა გუნბასთან შეხვედრაზე განაცხადა.

„დღემდე რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ხელფასი საჯარო სექტორის არც ერთ თანამშრომელს არ აუღია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყურადღებას ვამახვილებ ძალოვან სტრუქტურაზე, სამართალდამცავ ორგანოებზე. დღეს ისინი დაფინანსების გარეშე არიან როგორც ხელფასის, ისე, რა თქმა უნდა, სხვა სავალდებულო ხარჯების კუთხით“, - აღნიშნა გუნბამ.

მისი თქმით, ხაზინიდან მთელი თანხა რუსეთიდან მიღებული ელექტროენერგიის გადახდაზე მიდის.

„თუ ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევის კონსოლიდაციას ელექტროენერგიის შესაძენად სახსრების გამონახვაზე, მაშინ, ალბათ, თამამად უნდა ვთქვათ, რომ ხელფასს არ გადავიხდით“, - აღნიშნა დელბამ.

შეგახსენებთ, 1-ელი სექტემბრიდან რუსეთმა აფხაზეთს ფინანსური და ეკონომიკური დახმარების ფარგლებში სოციალური დაფინანსება შეუჩერა, რომელიც მასწავლებლების, ექიმებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის დამატებით გადახდებს ხმარდებოდა. ასევე, შემოდგომა-ზამთრის ენერგო დეფიციტის დროს რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის კომერციული ხარჯებით მიწოდება დაიწყო. მოსკოვმა ეს გადაწყვეტილებები იმის შემდეგ მიიღო, რაც აფხაზეთმა ე.წ. „რუსეთისა და აფხაზეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები“ არ შეასრულა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს