პროტესტის მონაწილეები მარჯანიშვილის თეატრის მთავარ დარბაზში შეუშვეს - ამ წუთებში მომიტინგეებს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, გოგი მარგველაშვილი სიტყვით მიმართავს

თეატრალური უნივერსიტეტის მოქმედმა და ყოფილმა სტუდენტებმა მარჯანიშვილს თეატრთან გადმოინაცვლეს.

პროტესტის მონაწილეები ცოტა ხნის წინ თეატრის მთავარ დარბაზში შეუშვეს. ამ წუთებში მომიტინგეებს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, გოგი მარგველაშვილი სიტყვით მიმართავს.

მანამდე თეატრისა და კინოს წარმომადგენლები უნივერსიტეტის შენობასთან იყვნენ შეკრებილი. ისინი საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ დაკავებულებს შორის არიან უნივერსიტეტის ყოფილი და მოქმედი სტუდენტები, რაზეც თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა საჯარო პოზიცია უნდა დააფიქსიროს.

მარჯანიშვილის თეატრის ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!