პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან აქციას მართავს

პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან აქციას მართავს.

ისინი ითხოვენ უწყებამ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია იმ ძალადობრივ შემთხვევებზე, რომელიც აქციის მონაწილე ახალგაზრდების მისამართით ხდება.

მათ ადგილზე აქვთ მიტანილი პლაკატები, სადაც დატანილია იმ ადამიანების ფოტოები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე აქციებზე დაშავდნენ.

„ჩვენ აქ ვდგავართ, რადგან ინსტიტუცია, რომელსაც ჩვენი უფლებების დაცვა ევალება, ძალადობის ენით გველაპარაკება. განათლების სამინისტრო დუმს, როცა ჩვენს მონაწილეებსა და სტუდენტებს ურტყამენ; განათლების სამინისტრო დუმს, როცა ჩვენს ხმებს გვართმევენ; განათლების სამინისტრო დუმს, როცა ჩვენი შვილები ღამე ძალადობის გაკვეთილებს უყურებენ პირდაპირ ეთერში, მაგრამ ჩვენ არ ვდუმვართ! განათლების სამინისტრო თავის მანდატს განათლებისა და მეცნიერების განვითარებისთვის კი არა, პარტიული კონტროლის დასამყარებლად იყენებს. განათლების სამინისტრო ახალისებს დასმენას, ემუქრება მასწავლებლებს, დირექტორებს, პროფესორებს - მოსწავლეებსა და საკუთარ თანამშრომლებს. ეს ყველაფერი ემსახურება არალეგიტიმური და ავტორიტარული ხელისუფლების ძალაუფლების გამყარებას. ეს უნდა დასრულდეს! მოთხოვნები მკაფიოა, განათლების მინისტრი და მისი მოადგილეები დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ. ასევე, ვუერთდებით ფართო საზოგადოებრივ მოთხოვნებს ხელახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესახებ. არჩევნები უნდა დაინიშნოს პარტიულად მიუკერძოებელი სახელმწიფო უწყებების პირობებში. და ბოლოს, აქციების დროს უკანონოდ დაკავებული ყველა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და დაისაჯოს ყველა, ვინც გასცემს და ასრულებს დავალებას. ჩვენ არ გავჩერდებით! ჩვენ ვიბრძვით სამართლიანი, თავისუფალი განათლებისთვის, ძალადობისგან დაცული საზოგადოებისთვის და ჩვენი მომავლისთვის!“ - ნათქვამია იმ განცხადებაში, რომელიც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ წაიკითხა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია