მარკო მიხელსონი რუმინეთის საკონსტიტუციოს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გაუქმებაზე - ეს უნდა გაეკეთებინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 26 ოქტომბრის გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით - სამწუხაროდ, საქართველო დემოკრატია არ არის

სწორედ ეს უნდა გაეკეთებინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 26 ოქტომბრის გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით, - ასე ეხმაურება ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გაუქმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„სამწუხაროდ, საქართველო დემოკრატია არ არის და თავისუფლების აღსადგენად ახალი არჩევნები სჭირდება“, - წერს მარკო მიხელსონი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს, „საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და კანონიერების უზრუნველსაყოფად“ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხმად მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, რუმინეთში საარჩევნო პროცესი სრულად განახლდება და არჩევნების ახალ თარიღს ქვეყნის მთავრობა დანიშნავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს