პროკურორი - სასამართლოს დღევანდელი სხდომა შეგვიძლია შევაფასოთ შემდეგნაირად - დაცვის მხარემ სასამართლოს სხდომაზე აღიარა დანაშაული, რომ ალექსანდრე ელისაშვილი ნამდვილად დაესხა თავს დაზარალებულს

სასამართლოს დღევანდელი სხდომა შეგვიძლია შევაფასოთ შემდეგნაირად - დაცვის მხარემ სასამართლოს სხდომაზე აღიარა დანაშაული, რომ ალექსანდრე ელისაშვილი ნამდვილად დაესხა თავს დაზარალებულს [ალი ბაბაევს] და მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, -ამის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა.

მან ისაუბრა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რის მიხედვით, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურორის თქმით, ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ აყენებებს ელისაშვილი ბაბაევს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

„ვიდეოჩანაწერები გავრცელებული არის, შეგიძლიათ კარგად იხილოთ და ნახავთ, რომ დაზარალებული თავის თანმხლებ პირთან ერთად შედის აფთიაქში და სწორედ ამ დროს, ბრალდებული თანმხლებ პირთან ერთად მოდის კოსტავას ქუჩაზე, აყენებს მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, დაზარალებული შებრუნდება მის მხარეს და ბრალდებული იწყებს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. სამჯერ მოაშორეს ბრალდებული დაზარალებულს, სამივეჯერ დაბრუნდა და მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა ხელებით და ფეხებით. ეს არის ის, ვიდეო-ჩანაწერში რაც ჩანს. რაც შეეხება ჯოხის აღების ფაქტს, ესეც არის ვიდეოჩანაწერში და ვადასტურებ, უბრალოდ ის ჯოხი, ისევ და ისევ, ალექსანდრე ელისაშვილის თანმხლებმა პირებმა გამოართვეს დაზარალებულს ისე, რომ მას არავისთვის საერთოდ ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია“, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

პროკურორის თქმით, კომუნიკაცია ბაბაევთან პირველად ბრალდებულმა ალექსანდრე ელისაშვილმა დაიწყო.

„საბოლოოდ, ბრალდებულმა დაადასტურა, რომ ათ წელზე მეტია იცნობს დაზარალებულს და მასთან არაერთხელ ჰქონია ურთიერთობა და კომუნიკაცია. ისიც დაადასტურეს, რომ იცოდნენ, დაზარალებული რომ სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი იყო და ისიც იცოდნენ, რომ დაზარალებული სხვადასხვა სოციალური ქსელების საშუალებით მხარს უჭერდა ამ პოლიტიკურ პარტიას. ფაქტობრივად, სასამართლოს დღევანდელი სხდომა იყო სრული აღიარება ჩვენ მიერ წარდგენილი ბრალის“, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს