თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - ძალიან სამწუხაროა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება - თუმანიშვილის თეატრი ემიჯნება ძალადობას, უკანონო დაკავებას, ადამიანების წამებას

ჩვენ ყველა დაზარალებულს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც არაკონსტიტუციურად, არასამართლებრივად მოექცნენ, სოლიდარობას ვუცხადებთ, - ასე მიმართა თუმანიშვილის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ივანე (ვანო) ხუციშვილმა კინოსა და თეატრის მსახიობებს თუმანიშვილის თეატრის მთავარ დარბაზში.

მისივე თქმით, თუმანიშვილის თეატრი ემიჯნება ძალადობას, უკანონო დაკავებას.

“გასაგებია, რაც ხდება. ძალიან სამწუხაროა, ის რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. მინდა, გითხრათ, რომ თუმანიშვილის თეატრმა პირველივე დღეს თავისი პოზიცია დააფიქსირა. ძალიან გაურკვეველ და ემოციურ სიტუაციაში, შეძლებისდაგვარად ვიყავით კონსტრუქციულები. როცა განცხადებას ვაკეთებ, ჩემი განცხადება არ არის პირადი განცხადება, ეს უნდა იყოს თეატრის ყველა იმ ადამიანის გემოვნებასთან, შეხედულებასთან მიმართებით, ვინც ამ თეატრს წარმოადგენს. დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ გავაკეთეთ განცხადება. განცხადება არის ძალიან მკაფიო, რომ თუმანიშვილის თეატრი ემიჯნება ძალადობას, უკანონო დაკავებას, იმ ადამიანების წამებას, ვინც აწამეს. რა თქმა უნდა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ ყველა დაზარალებულს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მოექცნენ არაკონსტიტუციურად, არასამართლებრივად, სოლიდარობას ვუცხადებთ”, - განაცხადა თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს