ნიკა მელია - აბსოლუტურად მშვიდობიანი, არაძალადობრივი შეკრება გადაზარდეს კვლავ ცემა-ტყეპაში, წამებაში - არ უნდათ დაიჯერონ, რომ ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ბრძოლა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ

დღეს აბსოლუტურად მშვიდობიანი, არაძალადობრივი შეკრება გადაზარდეს კვლავ ცემა-ტყეპაში, წამებაში , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ქართველი ხალხი ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესს და ისინი ეროვნული ინტერესით მოქმედებენ.

„მათ არ უნდათ დაიჯერონ, რომ ეს არის თავისუფლებისთვის, ცვლილებებისთვის ბრძოლა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. აქ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ხალხი ამ ღირებულებებისთვის და მომავლისთვის იბრძვის - იმ მომავლისთვის, რომელიც ჯერ უნდა მოვიპოვოთ. დარწმუნებული ვარ, მოპოვებულ დემოკრატიულ მომავალში ბევრი განსხვავებული ადამიანი უამრავ საკითხთან დაკავშირებით ვერ შევთანხმდებით, მაგრამ იმისთვის, რომ მომავალში საკითხებზე ვერ შევთანხმდეთ, ეს მომავალი ჯერ უნდა მოვიპოვოთ. დღეს აბსოლუტურად მშვიდობიანი, არაძალადობრივი შეკრება გადაზარდეს კვლავ ცემა-ტყეპაში, წამებაში. სავარაუდოდ, გატაცებული ადამიანების წამება იქნება ახლა. ამ ყველაფერს უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში აკეთებენ. ხომ უნდა მიხვდეს ივანიშვილი, რომ აქ ხალხი თავისი მყარი, ჯიუტი პოზიციით ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესს იცავს. მას მართლა სჯერა ან უნდა დაიჯეროს, რომ ეს ხალხი ვიღაცის ინტერესის გამტარებელი არის. როგორ შეიძლება ჩათვალოს ვინმემ, რომ ეს პროცესი არის მართული. ეს პროცესი არის მხოლოდ და მხოლოდ მართული ეროვნული ინტერესით და ამ ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, სულისკვეთებამ გააერთიანა საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე“, - განაცხადა მელიამ.

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა დაახლოებით 00:35 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები, არიან დაკავებულები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს