ანა დოლიძე - სოლიდარობა, რომელიც ქუჩაშია საამაყოა - ჩადენილი იყო ადამიანურობის წინააღმდეგ მორიგი დანაშაულები, რომელზეც ყველა შესაბამისი პირი აგებს პასუხს

სოლიდარობა რომელიც ქუჩაშია საამაყოა. ასეთი ძმობა, გვერდში დგომა, გატანა და სიყვარული, რომელიც რუსთაველზეა „სისხლიანი დეკემბრის“ დროს თეთრი შურით შეშურდება ნებისმიერ ერს და მხოლოდ ფილმებში ექნებათ ნანახი,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

ანა დოლიძე 6 დეკემბრის ღამის დარბევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ჩადენილი იყო ადამიანურობის წინააღმდეგ მორიგი დანაშაულები, რომელზეც ყველა შესაბამისი პირი აგებს პასუხს.

„დღეს თბილისში კიდევ ერთი სისხლიანი ღამე გათენდა. ჩვენ მოქალაქეებს სდიეს ქუჩა-ქუჩა, ეზო-ეზო, გამოამწყვდიეს ალყაში. ჩადენილი იყო ადამიანურობის წინააღმდეგ მორიგი დანაშაულები, რომელზეც ყველა შესაბამისი პირი აგებს პასუხს, მაგრამ ამ წამს მინდა აღვნიშნო, ის სასწაული სოლიდარობა რომელიც არის თბილისის ქუჩებში. სოლიდარობა, რომელიც ქუჩაშია საამაყოა. ასეთი ძმობა, გვერდში დგომა, გატანა და სიყვარული რომელიც რუსთაველზეა "სისხლიანი დეკემბრის" დროს თეთრი შურით შეშურდება ნებისმიერ ერს და მხოლოდ ფილმებში ექნებათ ნანახი. ახლა ნამდვილად სარწმუნოა ყველაფერი ის აღმატებული რასაც ქართველებზე ამბობდნენ ისტორიულად. ამ დიდი, ნამდვილი ქრისტიანული გულით, რომელიც ჩანს ღამის ნაცემ და ნადევნ თბილისში, ჩვენ განვკურნავთ და გადავაბიჯებთ ყველანაირ ბოროტებას”, - აცხადებს ანა დოლიძე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია