Reuters - პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო ბოდიში მოიხადა

პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო ბოდიში მოიხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სამხრეთ კორეის პრეზიდენტზე, იუნ სუკ იოლზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ძალიან ვწუხვარ და მინდა გულწრფელად ბოდიში მოვუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც ალბათ შოკში ჩავარდნენ. არ გავექცევი იურიდიულ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომელიც ამ საომარი მდგომარეობის გამოცხადებასთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა იუნ სუკ იოლმა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ საომარი მდგომარეობის გამოცხადების მეორე მცდელობა აღარ იქნება.

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა მიმდინარე კვირის დასაწყისში ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და მიზეზად „კონსტიტუციური წესრიგისა და თავისუფალი სამხრეთ კორეის ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური ძალების საფრთხისგან დაცვა“ დაასახელა. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი პოლიციამ დაბლოკა, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მთავრობამ რამდენიმე საათის შემდეგ საომარი მდგომარეობა გააუქმა. ქვეყნის ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს, რომლის საკითხზე კენჭისყრა სამხრეთ კორეის პარლამენტში დღეს გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს