Fitch - სებ-ი ერთგული რჩება საერთაშორისო რეზერვების დაგროვების გაცხადებული პოლიტიკის, რაც ნოემბრის შესყიდვებმაც დაადასტურა

საკრედიტო სააგენტო Fitch-მა ქვეყნის სუვერენული რეიტინგი უცვლელად BB დონეზე დატოვა.

Fitch-ის შეფასებით, სებ-ი ერთგული რჩება საერთაშორისო რეზერვების დაგროვების გაცხადებული პოლიტიკის, რაც ნოემბრის შესყიდვებმაც დაადასტურა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიუხედავად რეზერვების შემცირებასთან დაკავშირებული რისკებისა, Fitch პოზიტიურად აფასებს სებ-ის მიერ მიღებულ ზომებს აღნიშნული რისკების შერბილების მიმართულებით და აღნიშნავს, რომ ნოემბერში სებ-მა რეზერვების შევსების მიზნით 124.5 მილიონი დოლარი შეიძინა.

ამასთან, საკრედიტო სააგენტო აღნიშნავს, რომ სებ-ის გადაწყვეტილება - კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის 5 პროცენტული პუნქტით გაზრდა ხელს შეუწყობს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდას.

როგორც Fitch-ის ანგარიშშია აღნიშნული, ბოლო წლებში დაბალი ინფლაცია ნარჩუნდება. Fitch-ის პროგნოზით, ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში, კვლავ მიზნობრივ, 3%-ზე ნაკლები იქნება და 2%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება.

„2024 წლის იანვარ-ნოემბერში ინფლაციამ საშუალოდ 1% შეადგინა, რაც 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე გაცილებით დაბალია, ადგილობრივი ფასების შესუსტებული ინფლაციის გამო“, - ნათქვამია Fitch-ის ანგარიშში.

Fitch-ის პროგნოზით, მომდევნო წლებში ინფლაცია კვლავ მიზნობრივზე დაბალი შენარჩუნდება. სააგენტოს ვარაუდით, 2025 წელს ინფლაცია 2.1%, ხოლო 2026 წელს 2.3% იქნება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს