ნანა ტოხვაძე - განათლება ისეთივე საფრთხეშია, როგორც  ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავალი - ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლების უკან გადადგმულ ნაბიჯებს შედეგად მოყვა EQAR-ის რეგისტრაციიდან საქართველოს ამოღება

საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლების უკან გადადგმულ ნაბიჯებს შედეგად მოყვა საქართველოს ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს, EQAR-ის რეგისტრაციიდან საქართველოს ამოღება. რაც განპირობებული იყო ობიექტურობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების ხარვეზებით,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა ნანა ტოხვაძემ, ოპოზიციური პარტიების საერთო ბრიფინგის დროს განაცხადა.

მისი თქმით, შექმნილ მდგომარეობაზე, ისევე როგორც პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

„ჩვენი, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიციების ვალდებულებაა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ განათლება ისეთივე საფრთხეშია, როგორც მთელი ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავალი. საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლების უკან გადადგმულ ნაბიჯებს შედეგად მოყვა საქართველოს ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს, EQAR-ის რეგისტრაციიდან საქართველოს ამოღება. რაც განპირობებული იყო ობიექტურობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების ხარვეზებით. უმაღლესი განათლების ევროპული ხარისხის ასოციაციის (ENQA-ს) წევრობა ხელისუფლების ერთადერთ მიღწევად ითვლებოდა. თუმცა, დღეს უკვე დადასტურდა, რომ ევროპულ სტანდარტებს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა აღარ აკმაყოფილებს. ეს კი ახლო მომავალში სხვა წევრობებსაც ეჭვქვეშ დააყენებს. საქართველოს უმაღლეს განათლებას ნდობას დააკარგვინებს საერთაშორისო აღიარების კუთხით, ფინანსურად სერიოზულად შეარყევს განათლების სისტემას და ევროპული განათლების სივრცესთან თანამშრომლობის პერსპექტივას. ცხადია, შექმნილ მდგომარეობაზე, ისევე როგორც პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას“, - განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს