ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ ყოველთვიურ შრომის ბიულეტენს

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, შრომის ბიულეტენი პასუხობს შეკითხვს: ეკუთვნის თუ არა დასაქმებულს დეკრეტული შვებულება თუ დასაქმების დაწყებიდან არ გასულა 11 თვე.

საქართველოს შრომის კანონმდებლობა ადგენს შრომითი ურთიერთობების შეჩერების სხვადასხვა საფუძვლებს (სშკ 46.1), მათ შორის, - ანაზღაურებადი შვებულება, ანაზღაურების გარეშე შვებულება, ორსულობისა და მშობიარობის შვებულება, ბავშვის მოვლის შვებულება, დროებითი შრომისუუნარობა (ავადობა), კვალიფიკაციის ამაღლება/პროფესიული გადამზადება და სხვა.

შრომითი ურთიერთობების შეჩერების არც ერთი საფუძველი მეორე საფუძველს არ ცვლის და არ ანაცვლებს. მათგან ზოგიერთი დეტალური რეგლამენტაციით მოცემულია შრომის კოდექსსა და კანონქვემდებარე აქტებში, ხოლო ზოგიერთის მოწესრიგების კონკრეტიზაცია დამოკიდებულია მხარეთა შეთანხმებაზე (შრომითი ხელშეკრულების ძალით).

დასაქმებულის მხრიდან წლიური ანაზღურებადი შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობისთვის კოდექსი ადგენს მუშაობის პირველი წლისთვის 11 თვის მუშაობის ფაქტის არსებობას. მეორე წლიდან, მოთხოვნა ნებისმიერ დროს შეიძლება.

დედის დეკრეტული (ორსულობისა და მშობიარობის) შვებულების მოთხოვნის უფლების წაროშობისთვის კი არ არის დადგენილი შრომის პერიოდი. ეს შვებულება დამოკიდებულია მხოლოდდამხოლოდ იმ ფაქტზე, დასაქმებული ქალი არის თუ არა ფეხმძიმედ და მოითხოვა თუ არა ამ კატეგორიის შვებულება. მეტიც, შესაძლოა დამსაქმებელმაა დაასაქმა 6 თვის ორსული ქალი. ეს არ ართმევს ორსულ ქალს დეკრეტული შვებულების მოთხოვნისა და სარგებლობის უფლებას.

11 თვის საკითხი დეკრეტულ შვებულებას არ მიემართება.

მოგვწერეთ, გვკითხეთ

european.time.geo@gmail.com

ekakardava2014@gmail.com

eka_kardava@yahoo.com

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს