გიორგი ვაშაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხეზე პასუხისმგებლობა პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს ეკისრება - ყველა დამნაშავე პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხესთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. ეს ადამიანი ამ ქვეყნის მტერია, მტერი, რომელსაც ახლა უნდა, რომ უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერონ, რომ საქართველო იზოლაციაში მოექცეს. სწორედ მისი ქმედებები, მისი პერსონალური დამოკიდებულება საქართველოსთან, დემოკრატიასთან, კანონთან მიმართებაში არის იმის საწყისი, რის გამოც ევროპელი პარტნიორი ამ საკითხს განიხილავენ, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება მხოლოდ სანქციებით არ დაკმაყოფილდება და ყველა დამნაშავე პირი, საერთაშორისო მექანიზმების დახმარებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით გასამართლდება.

„აქ არ არის საუბარი კონკრეტულ ადამიანებზე, როგორც ეს ნიდერლანდების მთავრობამ წამოიწყო, აქ საუბარია მთლიანად ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე. ბიძინა ივანიშვილმა კონსტიტუციური ჩარჩოდან გაიყვანა მთლიანად ქვეყანა და უნდა, რომ ერთპიროვნულად, ავტორიტარულად მართავდეს ქვეყანას. ინდივიდუალური სანქციები და გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვები არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ საფრთხე გაცილებით დიდია, რომ მთლიანად შესაძლოა დავკარგოთ ვიზალიბერალიზაცია. ეს ადამიანები, რომლებიც დამნაშავეები არიან ჭირსაც წაუღიათ, ვერც ისინი და ვერც მათი ოჯახის წევრები ევროპის ქალაქებში თქვენი ფულით საშოპინგოდ ვეღარ ივლიან. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს საფრთხე საზოგადოებას ავარიდოთ.

ეს არის პირდაპირი დამოკიდებულება ბრუტალურ ძალადობაზე, ანტიკონსტიტუციურ ქმედებებსა და არჩევნების შედეგების გადაწერაზე, რა თქმა უნდა, ყველა ის ვინც დანაშაულს ჩადის, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა საერთაშორისო მექანიზმების დახმარებით, ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, არავის ეგონოს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხოლოდ სანქციებით დაკმაყოფილდება. საბჭოთა კავშირი ამ ქვეყანაში არ იქნება“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია