ლევან წულაძე - ძალიან კომიკურ პოზაში ვართ, მაგრამ იმედია, ფინალში კომედია არ იქნება - მსახიობების, ყველაზე მოწყვლადი რგოლის ხმა ისმის დღეს ყველაზე ხმამაღლა - ეს არის ძალიან საამაყო!

პირველად ხდება, როდესაც [მსახიობების] ინტელექტუალური ელიტის ამ ნაწილის, ყველაზე სუსტი რგოლის იმიტომ, რომ ყველაზე მოწყვლადი იყო ეს ხალხი, მსახიობების ხმა ისმის ყველაზე ხმამაღლა დღეს - ეს არის ძალიან საამაყო ჩემთვის! - ამის შესახებ რეჟისორმა ლევან წულაძემ (ჭოლა) ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, სადაც მათ შორის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი იმართება.

როგორც რეჟისორმა აღნიშნა, ანდრო ჭიჭინაძის დაკავება მისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო.

„თუ ცოტას წინ გაიხედავს ადამიანი და სისტემაც 2 კვირით ან მეტით იქით, მაშინ, მგონი, ეს მათთვის წამგებიანია. შეუძლებელია ყველაზე შესანიშნავი ადამიანების დაპატიმრება უმიზეზოდ, ყოველ შემთხვევაში, გაუგებარი მიზნით, მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი დასაპატიმრებელი ქუჩაშია, არ ვიცი, როგორ გითხრათ...

პირველად ხდება, როდესაც [მსახიობებმა] ინტელექტუალური ელიტის ამ ნაწილის, ყველაზე სუსტი რგოლის იმიტომ, რომ ყველაზე მოწყვლადი იყო ეს ხალხი, მსახიობების ხმა ისმის ყველაზე ხმამაღლა დღეს. ეს არის ძალიან საამაყო ჩემთვის. იმედი მაქვს, ამის შემდეგ კიდევ აღმოჩნდებიან სხვა, საამაყო ადამიანები, ეს ხომ არ დამთავრდება?! თუ მსახიობმა ამოიღო ხმა, მაშინ მალე სხვებიც ამოიღებენ ხმას.

ანდრო ჭიჭინაძის დაკავება აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. ანდრო ჩემი სტუდენტი იყო, მისი შვილი ჩემი შვილიშვილის მეგობარია, სამი წლის არიან, მაგრამ მეგობრობენ. ასე რომ, წარმოუდგენელი ამბავია, ახლაც არ მჯერა, რომ მისთვის ვდგავარ აქ. ძალიან კომიკურ პოზაში ვართ, მაგრამ იმედია, რომ ფინალში არ იქნება კომედია, კარგი რამე იქნება ბოლოს“, - განაცხადა ლევან წულაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესი იმართება. ყველა დაკავებული პირი ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას საქართველოში 28 ნოემბრიდან პროტესტი მოჰყვა, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი