მამუკა მდინარაძე - გავიფიცეთო, ერთმანეთს ეფიცებიან, ვინ გაიფიცა? - რამდენიმე ათეული ადამიანია გაფიცული - რაც გამოსდით ზედმეტ-ნაკლები წარმატებით, ეს არის ბულინგი

გავიფიცეთო, ერთმანეთს ეფიცებიან, ახლა. რა გაიფიცნენ, ვინ გაიფიცა? რამდენიმე ათეული ადამიანია გაფიცული და სულ ეს არის, ოღონდ, რაც გამოსდით ზედმეტ-ნაკლები წარმატებით, ეს არის ბულინგი გარკვეული ადამიანებისა, ვინც, სამწუხაროდ, ამ ბულინგს დაექვემდებარა, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მდინარაძემ მიმართა იმ ადამიანებს, რომლებიც მისივე თქმით, მას და მმართველი პარტიის სხვა ლიდერებს გარკვეული სახის მესიჯებს სწერენ.

„მათ გასაგონად მინდა ვთქვა, არ შეიძლება, ასეთი რაღაცები არ უნდა გამომქონდეს, მაგრამ მგონია, საჭიროა, რომ მიხვდნენ ჩვენი გულწრფელობის ხარისხსაც და ვიღაცებმა თავისი თავი ამოიცნონ ახლა, რასაც ვიტყვი, ძალიან ვცდილობ ხოლმე, რომ ასეთი რაღაცები გარეთ არ გამოვიტანო - პირადად მე არ მჭირდება და ჩემს რიგებში არც არავის [სჭირდება], ასეთი არ არის ერთი და ორი მესიჯი, არ მჭირდება - აი, „პირადად შენ დიდ პატივს გცემ, მიყვარხარ და ა.შ. ოღონდ ისე მაბულინგებენ, რომ ვერ ვუძლებ, ეს უნდა დავწერო, ან ეს უნდა გავაკეთო“ - ბიჭო, თუ ჩელიაბინსკში გაიღვიძეთ და პუტინს მონები ვართ, რატომ გიყვარვართ და რატომ გვცემთ პატივს? თუ არადა, ცოტა გონებას უნდა მოუხმოთ ყველამ, არავის არც სიყვარული და პატივისცემა მჭირდება ასე, სიტყვებით, არც მე და არც სხვა ლიდერებს, რომლებსაც ვიღაც-ვიღაცები მესიჯებს სწერთ. თუ ასეა, ან ერთი უნდა გადაწყვიტო ან მეორე“-განაცხადა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ „ყველამ თავის თავს მოუაროს“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია