თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა იმართება - გადაკეტილია მელიქიშვილის გამზირი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა იმართება.

აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს და შესაბამისად, შეწყვეტილია საავტომობილო მოძრაობა.

მსვლელობაში მონაწილეობენ როგორც სტუდენტები, ისე სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეები კვლავ ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.

მომიტინგეებს ხელში საქართველოს დროშები და სხვადასხვა შინაარსის ბანერი უჭირავთ: “გაიფიცე”,

“შინ ევროპაში”, “ჩვენი ადგილი ევროპაშია”. ისინი პროტესტს საყვირის უწყვეტი ხმებითა და სიგნალებით გამოხატავენ. ასევე, სკანდირებენ “საქართველოს გაუმარჯოს”.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ თბილისში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები უკვე მეათე დღეა მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს