ადვოკატი - ბრალდების მხარემ აღნიშნა, ანდრო ჭიჭინაძე ჯგუფის წევრებს უნაწილებდა როლებსო - ჭიჭინაძე არც ერთ დაკავებულს არ იცნობს და ყველა მათგანს დღეს, სასამართლოს დარბაზში შეხვდა

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის, ნათია კოტრიკაძის განმარტებით, ანდრო ჭიჭინაძე არც ერთ დაკავებულს არ იცნობს და ყველა მათგანს დღეს, სასამართლოს დარბაზში შეხვდა.

„ჩემმა კოლეგამ წაიკითხა, ანდრო ჭიჭინაძე ჯგუფის წევრებს უნაწილებდა როლებს და მოუწოდებდა ძალადობრივი ქმედებებისკენო. ის მსახიობია. როლის განაწილება ხდება არა ბრალდებით, არამედ, თეატრში ნაწილდება მის მიმართ რეჟისორის მიერ და არა საპროტესტო აქციებზე რუსთაველის გამზირზე.

ბრალდების მხარესთან მაქვს კითხვა, რამდენი პოლიციელის მიმართ დაიწყო დევნა? სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სასამართლოსაც მივმართავ, სტატისტიკა მაინტერესებს",- განაცხადა კოტრიკაძემ.

ანდრო ჭიჭინაძის კიდევ ერთი ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე აპელირებს.

უფლებადამცველები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვენ.

რაც შეეხებათ დანარჩენ დაკავებულებს, მათი ადვოკატებიც სასამართლოს მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს სთავაზობენ, რომლის განსაზღვრასაც მას მიანდობენ.

ცნობისთვის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია