გიორგი გახარია - გაცემულია არაკანონიერი ბრძანება - „იძალადეთ, არ შემოგაკვდეთ და რაც გინდათ ის ქენით!“ - როდესაც ადამიანებს ქუჩაში სცემენ და პოლიცია,  ზურგს უშვერს, სამარცხვინოა

ყველა ვხედავთ, რომ გაცემულია არაკანონიერი ბრძანება - იძალადეთ, არ შემოგაკვდეთ და რაც გინდათ ის ქენით! - როდესაც ადამიანებს ქუჩაში სცემენ და პოლიცია, ზურგს უშვერს, სამარცხვინოა, უბრალოდ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მეცხრე დღეა, ადამიანებს ღამ-ღამობით იტაცებენ და დაკავების შემდგომ მათზე ძალადობენ.

„ფაქტია და ყველა ვხედავთ, რომ არის გაცემული არაკანონიერი ბრძანება -იძალადეთ, არ შემოგაკვდეთ და რაც გინდათ ის ქენით. ეს არის ფორმულა ,რომლითაც მოქმედებენ.

მეორე - არაფორმალური დაჯგუფებები, რომლებიც პირდაპირ ქუჩაში უპირისპირდებიან მოქალაქეებს, პოლიცია საერთოდ უმოქმედოა. როდესაც ადამიანებს ქუჩაში სცემენ და პოლიცია, ზურგს უშვერს, სამარცხვინოა, უბრალოდ. ეს, წარმოუდგენელი რამ არის. როგორ შეიძლებოდა პოლიციის მძევლად აყვანა ისე, როგორც დღეს, პოლიცია იქცევა. დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო საზოგადოება სულ მალე მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოს რიგითი მოქალაქეების, ჩვენი შვილების უფლებები დაცული იყოს. ჩვენ სწორედ ამიტომ გვინდა ევროპულ კავშირში სრულფასოვანი წევრობა“, - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, გამოსავალი ერთადერთია - სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ მძევლები, უკანონოდ დაპატიმრებულები და დაინიშნოს ახალი არჩევნები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს