ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი - მერე რა, რომ ჩვენ არ გაგვიჩენია ის ბავშვები, რომლებსაც თავში წიხლი ამოარტყეს, დააპატიმრეს, რომლებსაც შეიძლება 7-დან 9 წელი მიუსაჯონ, ისინი ჩვენი შვილები და მომავალი არიან

მერე რა, რომ ჩვენ არ გაგვიჩენია ის ბავშვები, რომლებსაც თავში წიხლი ამოარტყეს, რომლებიც დააპატიმრეს, რომლებსაც შეიძლება 7-დან 9 წელი მიუსაჯონ, ისინი არიან ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი, - ამის შესახებ საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ პარლამენტთან, აქციაზე განაცხადა.

რუსუდან გოცირიძის თქმით, ღვთისმსახურის მთავარი მისია უნდა იყოს დაჩაგრულის მხარეს ყოფნა.

„მგონი, ადრეც უნდა გამოვსულიყავით იმიტომ , რომ როცა ის დედა, რომელიც მუხლებზე დაეცა და „ჩემი შვილიაო“ ყვიროდა, მაშინ ვყვიროდით ყველა დედა, რომ ყველას შვილი იყო. მერე რა, რომ ჩვენ არ გაგვიჩენია ის ბავშვები, რომლებსაც თავში წიხლი ამოარტყეს, რომლებიც დააპატიმრეს, რომლებსაც შეიძლება 7-დან 9 წელი მიუსაჯონ. ისინი არიან ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი. ღვთისმსახურის მთავარი მისია უნდა იყოს დაჩაგრულის მხარეს ყოფნა. ჩვენ ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს და ჩვენი სამშობლოს მომავალს, ამიტომ ვდგავართ აქ“, - განაცხადა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს