ვოლოდიმირ ზელენსკი - პრეზიდენტი ზურაბიშვილი დავარწმუნე, რომ უკრაინას ექნება კოორდინაცია პარტნიორებთან, რათა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს თავისუფლად და დამოუკიდებლად ცხოვრების უფლების დაცვაში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ზელენსკი აცხადებს, პრეზიდენტი ზურაბიშვილი დაარწმუნა, რომ უკრაინა, კოორდინაციას განახორციელებს პარტნიორებთან, რათა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს თავისუფლად და დამოუკიდებლად ცხოვრების უფლების დაცვაში.

„შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, გამოვხატე უკრაინის სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა ქართველი ხალხისადმი, რომელიც იბრძვის ღირსეული მომავლისთვის და ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ქართველი ხალხის ნების პატივისცემა და ივანიშვილის ხელისუფლებისგან ქვეყნის პუტინისთვის გადაცემის თავიდან აცილება აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისა და მომავლისთვის.

ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს - ეს ეხება შავი ზღვის რეგიონს, რომელიც წარმოადგენს რუსეთის სტრატეგიულ მიზანს და რომელიც საფრთხეს უქმნის ყველა ადამიანის ეროვნულ უსაფრთხოებას რეგიონსა და მთელ ევროპაში.

დავარწმუნე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ უკრაინა, კოორდინაციას განახორციელებს პარტნიორებთან, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ გლობალურად, რათა უზრუნველყოს სისტემური პასუხი და მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს თავისუფლად და დამოუკიდებლად ცხოვრების უფლების დაცვაში“, - წერს ზელენსკი.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს