არმაზ ახვლედიანი - გონებადაბინდული ივანიშვილი მიზანმიმართულად ატერორებს ყველას, ვინც არ ვეგუებით მის პირსისხლიან რეჟიმს - ახლა დუმილი და ორაზროვანი განცხადებები დანაშაულია!

გონებადაბინდული ივანიშვილი მიზანმიმართულად ატერორებს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ხელოვანებს - ყველას, ვინც არ ვეგუებით მის პირსისხლიან რეჟიმს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლასა და დიქტატურის გაფორმებას, - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, არმაზ ახვლედიანი „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.

ახვლედიანის თქმით, ახლა დუმილი და ორაზროვანი განცხადებები დანაშაულია.

„თბილისის ქუჩებში სისხლიანი ტერორია! ივანიშვილის სადისტური რეჟიმი ღია სადამსჯელო-საჩვენებელ ოპერაციას ატარებს პროტესტანტების, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ!

გონებადაბინდული ივანიშვილი მიზანმიმართულად ატერორებს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ხელოვანებს - ყველას, ვინც არ ვეგუებით მის პირსისხლიან რეჟიმს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლასა და დიქტატურის გაფორმებას!

ახლა დუმილი და ორაზროვანი განცხადებები დანაშაულია! არ დავნებდებით! არ შევეგუებით! ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ შავი ჭირის მოსაშორებლად!“,- წერს ახვლედიანი „ფეისბუქზე“.

შემთხვევა ბესიკის ქუჩაზე მოხდა. „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს. მაკა ჩიხლაძეს ზურგიდან თავში ჩაარტყეს და წააქციეს. ჟურნალისტის ინფორმაციით, წაქცევის შემდეგ ურტყეს წიხლები, მათ შორის სახეში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს