პაატა დავითაია -  ძალადობრივი  თავდასხმებისთვის და  სისხლის სამართლის  მძიმე დანაშაულებისთვის  პასუხი  უნდა აგოს ყველამ

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტზე მაკა ჩიხლაძეზე და ოპერატორ გიორგი შეწირულზე განხორციელებული სასტიკი ძალადობრივი თავდასხმა, ასევე ბოლო დღეებში განხორციელებული ანგარიშსწორების ფაქტები მედიის სხვა წარმომადგენლებზე, პოლიტიკოსებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე, კატეგორიულად მიუღებელია და შეიცავს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ნიშნებს, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

დავითაიას თქმით, პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ეს მძიმე დანაშაული ჩაიდინა.

მისივე თქმით, თუ შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლებამ არ გააკეთა დასკვნები და არ განმუხტა სიტუაცია, „ეს პროცესები უმძიმესი შედეგებით დასრულდება“

„ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე პროცესები, რომელზეც პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას, გახდა აბსოლუტურად უმართავი.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რათა შესაბამისი სტრუქტურების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით. პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ეს მძიმე დანაშაული ჩაიდინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ აღმოვჩნდებით ისეთ კრიტიკულ და ჩიხურ სიტუაციაში, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს.

სამწუხაროდ, სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობა დაემსგავსა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მოქმედებას. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს კანონით ევალებათ მაიდენტიფიცირებადი ნიშნების ტარება, რათა მოქალაქემ განსაზღვროს ვისთან აქვს საქმე: კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებთან თუ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან და „შავრაზმელებთან“.

თუ შექმნილ რთულ სიტუაციაში ხელისუფლებამ არ გააკეთა დასკვნები და არ განმუხტა სიტუაცია, ეს პროცესები უმძიმესი შედეგებით დასრულდება და საბოლოოდ შეაჩერებს ქვეყნის განვითარებას“, - აცხადებს პაატა დავითაია, რომლის კომენტარსაც „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის