ნოდარ მელაძე - მივმართავ საქართველოს პროკურორს, ბატონ გაბიტაშვილს, რომელიც ახდენს საპროცესო ზედამხედველობას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე, დაუყოვნებლივ დაიწყეთ კამერის ჩანაწერების ამოღება

მივმართავ საქართველოს პროკურორს, ბატონ გაბიტაშვილს, რომელიც ახდენს საპროცესო ზედამხედველობას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე, დაუყოვნებლივ დაიწყეთ კამერის ჩანაწერების ამოღება, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ, არხის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მელაძემ ინგოროყვას კლინიკასთან მედიასთან განაცხადა, შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე არ მისულა პოლიცია.

მისივე თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ იღებს კამერის ჩანაწერებს, რადგან არ მოხდეს თავდამსხმელების იდენტიფიცირება.

„იმას, რასაც ახლა ვუყურებთ, არის ერთი დიდი აბსურდი, რომელსაც დგამენ, თითქოს, გამოძიება მიმდინარეობს. მოვიდა ამ საქმის გამომძიებელი მაკა ჩიხლაძის და გიორგის გამოსაკითხად, რომლებიც გამოკვლევაზე იმყოფებიან და იციან, რომ ვერ გამოჰკითხავენ. ამ დრომდე არავინ მისულა ბესიკის 4-ნომერში, ასევე კონსერვატორიასთან. ახლა უნდა მიმდინარეობდეს მიმდინარე ქუჩებში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული კადრების ამოღება. იქ პოლიცია ამ დრომდე არ მისულა. პოლიცია დანაშაულის ადგილას არ არის. ალბათ, ახლა ვიღაც შესულია ცენტრალურ სერვერებთან და შლის ამ ჩანაწერებს. პირველ რიგში, კადრები უნდა ამოიღონ იმისათვის, რომ ეს ადამიანები ამოიცნონ და იდენტიფიცირდნენ. იცით ამ საქმის ფინალი რა იქნება? - ვერ დავადგინეთ ვინაობაო.

პოლიცია და სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ იღებს კამერის ჩანაწერებს, რადგან არ მოხდეს ამ ადამიანების იდენტიფიცირება.

მივმართავ საქართველოს პროკურორს, რომელიც ახდენს საპროცესო ზედამხედველობას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე, ბატონ გაბიტაშვილს, დაუყოვნებლივ დაიწყეთ კამერის ჩანაწერების ამოღება. მერე არ თქვათ, რომ კამერის ჩანაწერები არ არსებობდაო. კამერის ჩანაწერები არის, უბრალოდ თქვენ არ იღებთ და ელოდებით, როდის მოხდება მათი განადგურება“,- განაცხადა მელაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია