„ტვ პირველის“ ოპერატორი გიორგი შეწირული - დამაგდეს, კიდევ კარგი მოვასწარი თავზე ხელის შემოხვევა, ვგრძნობდი, რომ „ბათინკებს“ მირტყამდნენ

მეგონა სპეცრაზმს გაურბოდნენ, თურმე ჩვენკენ მორბოდნენ და ჩვენ უნდა ვეცემეთ - დამაგდეს, კიდევ კარგი მოვასწარი თავზე ხელის შემოხვევა. ვგრძნობდი, რომ „ბათინკებს“ მირტყამდნენ, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ოპერატორი გიორგი შეწირული აცხადებს, რომელიც მასზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს.

როგორც გიორგი შეწირული აღნიშნავს, თავდამსხმელები „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ და ასევე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

„მე და მაკა ვმუშაობდით რუსთაველზე, მოგვიწია ბესიკის ქუჩაზე ასვლა. ე.წ. ტიტუშკები ორ ადამიანს უსწორდებოდნენ სასტიკად. 20-30 მდე პირი იყო ნიღბებში და 2 ადამიანს უმოწყალოდ ურტყამდნენ. ჩვენი კამერა რომ დაინახეს, ეგრევე შეეშვნენ, ვიღაც შორიდან იძახდა - „კარგი ეყოს, გაუშვით“. ამის მერე ჩვენზე გადმოვიდნენ. ერთი ნიღბიანი ტიპი მოვიდა და უშვერი სიტყვებით გვლანძღავდა. სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებოდნენ და შემდეგ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან. ამის შემდეგ რაღაცაზე საუბრობდნენ და უცებ წამოვიდა ჩვენკენ 30-მდე პირი.

მეგონა სპეცრაზმს გაურბოდნენ, თურმე ჩვენკენ მორბოდნენ და ჩვენ უნდა ვეცემეთ. შემდეგ თქვეს, რომ კამერა წაართვითო, მე რომ არ გადამეღო. უცებ წამგლიჯეს ყველაფერი, კაბელი გაწყვიტეს. დამაგდეს, კიდევ კარგი მოვასწარი თავზე ხელის შემოხვევა. ვგრძნობდი, რომ ბათინკებს მირტყამდნენ. ისე მაგრად მაჭერდნენ თავზე... კადრები ვნახე და თურმე ვიღაც ტყუპი ფეხით მირტყამდა თავზე.

ასეთი არაადამიანურობა არ მინახავს“,- განაცხადა გიორგი შეწირულმა.

„ტვ.პირველის“ ოპერატორს გიორგი შეწირულს და ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. ორივეს თავის ტვინის შერყევა აღენიშნება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს