მამუკა მდინარაძე - ერთი პროცენტიც რომ დავუშვათ, რომ „ტვ პირველის“ ჯგუფზე ვიღაცამ შური იძია და ამით ხელისუფლების მხარდაჭერა გამოხატა, მინდა ვუთხრა ნებისმიერ მათგანს, რომ არის მავნებელი, რომელიც „ნაცების“ და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს

უნდა ვთხოვო საგამოძიებო ორგანოებს, სწრაფ ვადებში დაადგინონ ეს ყველაფერი, მაგრამ ვისაც არეულობა, ქაოსი და რაღაც ახალი, თავად როგორც უწოდებენ ე.წ კარწინკები სჭირდება, იმის გაკეთებულია სავარაუდოდ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა: „ერთი პროცენტიც რომ დავუშვათ, რომ „ტვ პირველის“ ჯგუფზე ვიღაცამ შური იძია და ამით ხელისუფლების მხარდაჭერა გამოხატა, მინდა ვუთხრა ნებისმიერ მათგანს, რომ არის მავნებელი, რომელიც „ნაცების“ და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს“.

„ამას გამოძიება სჭირდება, მაგრამ ერთი პროცენტიც რომ დავუშვათ, რომ მათი გაკეთებული არ არის, ვინც ეს გააკეთა არის მავნებელი ჩვეულებრივი. ერთი პროცენტი რომ დავუშვათ, რომ ვიღაცამ „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე შური იძია და თავს დაესხა და ამით ჰგონია, რომ ვითომ ან "ოცნებისკენ" ან ხელისუფლებისკენ მხარდაჭერის აქტი ჩაიდინა ან გამოხატა მხარდაჭერა, პირიქით - მე მინდა ვუთხრა ნებისმიერ მათგანს, რომ არის მავნებელი, რომელიც „ნაცების“ და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს. თუ ეს ისეთი ხალხის გაკეთებულია, ვინც მხარს გვიჭერს ან გამოხატავს ჩვენს მხარდაჭერას და ამ ფორმით თუ გამოხატავს, ერთი პროცენტით ვუშვებ ამას, არც კი - მაშინ, ისინი არიან მავნებლები, ან უჭკუო მავნებლები, ან შეგნებული მავნებლები. რა თქმა უნდა, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს