გიორგი ვაშაძე - ივანიშვილმა პოლიციის და სამართალდამცავი ორგანოების წარუმატებლობის შემდგომ ბანდფორმირებებს გადასცა პროტესტის მონაწილეების და აქციის წინააღმდეგ ბრძოლა

ჟურნალისტებს მივმართავ, გადაწყვიტეთ ახლა ივანიშვილთან ერთად მაკა ჩიხლაძეს კისერი გადაუგრიხეთ, თუ უარს ამბობთ და გმობთ ივანიშვილს?! - ასევე, მივმართავ პოლიციას, თქვენ ივანიშვილთან ერთად ჟურნალისტების და ახალგაზრდების ცემაში სისხლში გაქვთ ხელი გათხვრილი, თუ გმობთ ივანიშვილს?! - უნდა დაგმოთ ბიძინა ივანიშვილი! - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ნიღბიანი პირების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

ვაშაძის თქმით, ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება, საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებაა.

„სახეზე სახელმწიფო სისტემის სრული ჩამოშლა გვაქვს. ფაქტობრივად, ივანიშვილმა პოლიციის და სამართალდამცავი ორგანოების წარუმატებლობის შემდგომ ბანდფორმირებებს გადასცა პროტესტის მონაწილეების და აქციის წინააღმდეგ ბრძოლა. რაც ყველაზე საგანგაშოა, პოლიცია გვევლინება ამ ბანდფორმირებების მცველებად.

ჟურნალისტებზე თავდასხმა განახორციელა კონკრეტულმა პირებმა ბიძინა ივანიშვილის სახელით, ამიტომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ! დღეს, დაპირისპირებას იწვევს ივანიშვილი. დღეს, ჟურნალისტებს თავს ესხმის ივანიშვილი. დღეს, ხალხს ქუჩაში ბიძინა ივანიშვილი სცემს. მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მოშორებით, ეს ყველაფერი დალაგდება. საქართველოს ის [ბიძინა ივანიშვილი] ახლა მიაქანებს 90-იანი წლებისკენ, ეს არის ცალსახად შემდგარი ფაქტი.

ამ ყველაფერს დაალაგებს ახალი არჩევნების ჩატარება, სამართალდამცავი ორგანოების სრული განეიტრალება და ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია. სხვა გამოსავალი არ არის.

კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა ჟურნალისტს, გაემიჯნეთ რუსულ პროპაგანდას. მათ შორის, სამთავრობო კონტროლირებად არხებს. გაემიჯნეთ რუსულ პროპაგანდას! თქვენი კოლეგები გუშინ შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს. მაკა ჩიხლაძეს კისერს ტეხდნენ. მედიასაშუალებებს მოგიწოდებთ დაგმეთ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ ყველაფრის ავტორია! წინააღმდეგ შემთხვევაში, უკაცრავად, მაგრამ თქვენ ხართ თანამონაწილე თქვენი კოლეგის თავდასხმის და თქვენ ხართ თანამონაწილე, წამხალისებელი ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი ქმედების.

მივმართავ პოლიციელებს, თქვენ ან ხართ ბიძინა ივანიშვილის ხელისბიჭები და დამნაშავეები, ან ხალხის მხარეს ხართ. გუშინ, რაც ვიხილეთ, როგორც იქცეოდა პატრული, კორიდორს და დაცვას უკეთებდა „ტიტუშკებს“, ეს მგონი ყოველგვარ ზღვარს სცდება“, - განაცხადა ვაშაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო